Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog

დადგება ის დრო.....

დადგება ის დრო

(ნიშნმოგებით არ ვამბობ ამას)
როცა მინანებ,
და დაიწყებ ნერვებით თამაშს
სკუთარ თავთან...
მოსინჯავ სასმელს,
ვერ დაგათრობს ვერც ერთი წვეთი,
რადგან მთვრალი გაქვს უკვე სისხლი
შენი ლექსებით.
იქმნი მდინარეს ძარღვებში და
რითმის მსგავსად დენას იწყებ
მოგონებების ,
რომელთაც მყარად გაუდგიათ შენს სულზე ფესვი,
იმ გადახსნილი ვენებიდან სისხლის ნაცვლად
რომ გდიოდა ძარღვებში ლექსი...
და თუ დღეს რამე დავაშავე
თუ დღეს მე ვცდები,
არავინ იცის ხვალ როგორი მობრუნდება დღე,
ან ვისმკლავებში ესვენება ვისი წილი მზე,
ვისთვის იფხიზლებს ყოველღამის მწუხრის დაისი,
ვისთვის იდინებს ცრემლიანი ცივი აისი.
შენ არაფერი იცოდი და სწორედ ამიტომ
ხელი გამიშვი...
... არ შეიძლება ისე ადგე უცებ წახვიდე
ადამიანის ცხოვრებიდან,
არ იგრძნო ვალი
როგორ გადევს განვლილ დღეების,
არ შეიძლება ცრემლიანი დატოვო კვალი
და აიძულო დაამუქოს ისევ ფერები,
როცა გყავდა და როცა ჰყავდი,
თბილი ხელებით...
... დადგება დრო და
შენც დაიწყებ ნერვებით თამაშს
საკუთარ თავთან.
მოსინჯავ სასმელს,
ვერ დაგათრობს ვერც ერთი წვეთი
რადგან მთვრალი გაქვს უკვე სისხლი შენი ლექსებით...

დადგება დღე და შენც დაიწყებ ნერვებით თამაშს...
დამიჯერე, ნიშნმოგებით არ ვამბობ ამას...


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline natalia777 (33)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.