Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog

ველოდები წესის აგებას

შეშლილის გარდა ვერვინ გაბედავს

სულის თამამად გადმოლაგებას,
მეც ვდგავარ ახლა ბოლო შეშლილი
და ველოდები წესის აგებას

მათგან ვინც თავის "შარავანდედი"
"რუდუნებით და რწმენით" ატარა,
ვინც ტალახისგან დასვრილი ხელი
გულზე უხეშად გადამატარა,

ვინც დახმარების ხელის სანაცვლოდ
ქვიანი ხელი გამომიწოდა,
ვინც წაქცეულს ზედ გადამიარა,
რისხვა მუქარით რა არ მიწოდა.

ვინც ღიმილებით ნაშენი სახლის
ერთი კედელიც არ შემარჩინა,
ძველი იარა გამიხსნა ახლით,
ნაცრემლარები სულს დამაჩინა,

ვინც შემომაცვა მანტია სევდის
და საცალფეხო მიჩვენა გზები,
ვინც აიფარა ნიღაბი მართლის
და დამანახა რა ხშირად ვცდები...

მაინც მსურს ვიყო ბოლო შეშლილი,
მიჩვეული ვარ რადგან წაგებას,
შეშლილის გარდა ვერვინ გაბედავს
სულის ბოლომდე გადმოლაგებას.



Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline natalia777 (33)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.