Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog

მე და პოეტი?

მე და პოეტი? - არა რას ბრძანებთ,
როგორ ავიღო ასეთი ვალი,
რადგან ლექსსა ვწერ- თუნდაც გამომდის
ამიტომ უნდა დავიმსო თვალი?!
ამიტომ უნდა მივიღო ის რაც
ჩემი არაა? _ვერ მოვერევი.
მცნება პოეტის გადმოსახედით ვერასდროს ღმერთებს ვერ შევერევი...
იმ უკვდავ სულებს რა პასუხს მივცემ
ვერ ვიმკრეხელებ მათთან ერთობით,
ის მირჩევნია ჩემთვის რომ ვწერო
ვტკბებოდე ხალხთან ურთიერთობით...
მე უბრალოდ ვწერ ჩემი სულისას,
რაც მე წერება ის არ ამცდება,
ჩემი ლექსებიც ზუსტად ვიცი რომ
ჩემს უბის წიგნაკს შორს ვერ გაცდება...
თუკი ახლაც ვწერ მხოლოდ იმიტომ
რომ ვეღარ ვუძლებ გრძნობების შიმშილს...
მაგრამ ჯობია სხვამ იპოეტოს,
მე კი უბრალოდ ვიდგები ჩრდილში...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline natalia777 (33)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.