Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog

ხანდახან

ხანდახან ნათქვამი სიტყვები მაწუხებს,

ხან კიდევ ართქმული ყელში მაქვს გაჩრილი,
როდის გავექცევი ცხოვრების მარწუხებს,
დანარჩენს საერთოდ არაფერს არ ვჩივი.

ხანდახან ცრემლებად ვიღვრები ვტირივარ,
ხან კიდევ ტკივილი მკეცავს და მაგიჟებს,
ხანდახან შეშლილი არსებით ვყვირივარ,
ვეღარ გავექეცი საკუთარ საგიჟეთს.

არეულ ფიქრების, გრძნობების, ეჭვების,
დამღალა სიცოცხლის არქონის სურვილმა,
მაწუხებს სიმძიმე საკუთარ ბეჭების,
დამახრჩო მართალი გრძნობების წყურვილმა.

ჭირსაც წაუღია ყველა სიხარული,
თუ ზურგს უკან მაინც ცალყბა ღიმილია,
ყელში ამოვიდა ბრბოსთან სიარული,
როცა ამრეზით და ეჭვით მიღიმიან.

ყველგან გრიმი პოზა ურცხვი ირონია,
უთქმელი გრძნობები ყელში მაქვს გაჩრილი,
თუმცა ყველაფერი ახლა იოლია,
მეც ღიმილს ვირგებ და არაფერს არ ვჩივი.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline natalia777 (33)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.