Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog

ფრთები მინდა

ფრთები მინდა,
ფრთები მქონდეს,
ცას ვესტუმრო
დღენიადაგ,
მზე მიწაზე
ჩამომქონდეს
და გჩუქნიდე,
შენია და...
სულს გაგიყოფ
და ჩუმ სევდას
შენ გაგანდობ ,
მხოლოდ შენ ერთს
რომ მიყვარხარ
ღმერთი ხედავს,
თუ შენც ხედავ,
მადლობა ღმერთს!
შენგან მხოლოდ
ერთი მინდა,
მხოლოდს ერთს გთხოვ
საყვარელო,
(გაზაფხულდა
აბიბინდა
ყვავილებით
მთა და მდელო)
გამომასხა,
უნდა ფრთები,
მაგ ბაგეთა
კოცნებიდან,
მერე ცაში
ავფრინდები,
მერე მზესაც
ჩამოგიტან!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.