Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog

მე ისე ახლოს მოვედი შენთან

 მე ისე ახლოს მოვედი შენთან, რომ განშორება საოცრად მიჭირს, ფიქრებში ხშირად დავდივართ ერთად, შენსკენ გაწვდილი ხელი კი მითრთის. უშენოდ თითქოს ყველა დადუმდა, მთვარეც ღრუბლებში ტანჯვისგან იწვის. ვიცი ვერ გნახავ, რადგან შორსა ხარ და ისევ კენტად ვეხვევი ფიქრში. არ ვიცი, ასე რამ შემაყვარა შენი თავი და შენი ხატება. ვფიქრობ, პასუხი ვერ გამიცია, არ ვიცი არა, რა მემართება? ხშირად სევდიან უმთვარო ღამეს შენზე ვარსკვლავებს ვესაუბრები, ყველა მათგანში ვხედავ შენს სახეს და მონატრებულს გეჩურჩულები. ასე ვსაუბრობ შენთან მთელ ღამეს, მომეპარება დილა ფარულად, უშენოდ ალბად გაივლის ეს დღეც, თვალს დამისველებს ცრემლი მალულად, ჩვენს მეგობრობას და ჩვენს სიყვარულს, სიცოცხლესავით გავუფრთხილდები.....

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.