Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog

შენ, ჩემი სულის, უცნაური გაზაფხული ხარ...

 შენ, ჩემი სულის, უცნაური გაზაფხული ხარ, და ზღვის ტალღებში გაბნეული, მზის, ნეტარება, არასდროს დაგთმობ, გეფიცები, ჩემო ოცნებავ, თვალები ცრემლით, აღარასდროს, დაგენამება, ჩემი გულიდან შენს გულამდე, იმ გზას, გავივილი, რომელზეც ჩვენი სიყვარული გაიფანტება, მერე კი ზეცას დავანათლავ შენი თვალის ფერს მსურს, მის მზერაში, დავინახო შენი ხატება, მკერდში ჩაგიკრავ და ბაგიდან სურნელს მოგტაცებ, შენს ღიმილში კი გაზაფხულის დილა დადგება, მე შემიყვარდი, მოგიპოვებ და არ დაგკარგავ და შენი სუნთქვა, სამუდამოდ, ჩემი გახდება, მუსიკა ისმის შორეული და საყვარელი, რომელიც ჩემში შენი მზერით დაიბადება, არ მიგატოვებ, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, სანამ, სიცოცხლე, ზეცის გზაზე დაიკარგება...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.