Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog

შენი სურნელი შემოვიცვი ... მციოდა... გავთბი...

 შენი სურნელი შემოვიცვი ... მციოდა... გავთბი... შენი თვალები ვასახსოვრე საჩემო დღეთა... სულზე სალბუნად მეფინება ალერსი შენი, გულთან მიხუტებ და ვგრძნობ თუ რა კარგია შენთან... არავინ მინდა მე შენს მეტი იცოდე ჩემო, შენობას ვნარტრობ გამუდმებით, მამყოფე შენში, განა ბევრს ვითხოვ? -შენი მხრების მადლიან ჩეროს- რომ გაზაფხულად იმზიანოს უწინდლად ჩემში. ბედნიერებას ვხედავ მე შენს წყლიან თვალებში, შენს ცელქ თითებში, საფერებლად რომ იწევს ურჩად, ფერდაკარგულ და სიცივისგან დამსკდარ ტუჩებში, გაბრაზებული წარბს რომ იკრავ ჯიუტად კუშტად. ქარიან ფიქრებს ჩამითბუნებს შენი სურნელი, შენი თვალებით დავინახავ საჩვენო დღეებს, გამოდარებას და გაზაფხულს უწინდლად ველი, შენ კი შემომხვევ ძველებურად შენს ძლიერ ხელებს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.