Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog

ერთადერთი ხარ ჩემთვის იცოდე

ერთადერთი ხარ ჩემთვის იცოდე
და შენ ვერასდროს ვერავინ შეგცვლის,
მე შენ მიყვარხარ ჩემო სიცოცხლევ,
ჩაფიქრებული ვჩურჩულებ ჩემთვის.
ადლობას გიხდი, შენით ვიგემე,
ის სიყვარული გულში, რომ მეწვის,
ჩემთვის თუ გული ვერ გაიმეტე,
მერე რა მოხდა, მე შენი მესმის.
უცნაურია ეს სიმარტოვე,
თან მიზიდავს და თან კიდევ მებრძვის,
მე უშენობას ვერ ვითავისებ
და მონატრება ვიცი, რომ შემშლის.
ჩემში ხარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
ყურში კი შენი თბილი ხმა მესმის,
თან მაცოცხლებს და თან მკლავს ის გული,
იმედით სავსე კართან, რომ გელის.
ეს დღეც დამთავრდა შენს მოლოდინში,
ისევ აიმღვრა თვალები ზეცის,
შენ არ იდარდო, ჩემი ბრალია,
ყველა ნაბიჯი მდუღარე ცრემლის.
დრომ თავისი თქვა და ჩაიარა,
ის უკვე ჩვენთვის ვერაფერს შეცვლის,
მე კი ვჩურჩულებ, მე შენ მიყვარხარ,
მერე რა მოხდა შენ თუ არ გესმის.
C6uMLWYWwAAmO2A.jpg

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.