Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog

 შენ ახლა გძინავს,

 შენ ახლა უკვე ბავშვივით გძინავს, მე კი შენს სიზმრებს ჩუმად ვდარაჯობ. ფანჯრებთან მთვარის მცველები სხედან, გათენებისას რომ ვერ ნახულობ. გამოიღვიძებ მაშინ როდესაც, მზის სხივის კონებს მოგართმევ დილით. და შეადარებ სიზმარს ოცნებას, შენი ჩვეული დინჯი სიმშვიდით. მთელი დღის განრიგს გაივლი ფიქრით, ჩემს გარდა ყველა დეტალს აღიქვამ. მე კი მთელი დღე შენს უკან ვივლი, ვერც კი შემამჩნევ, მე კი დაგიცავ. საღამოს დაღლილს, მოგერევიან, ძილის ძარღვები გათენებამდე. და ჩემთან ერთად დაბრუნდებიან, მთვარის მცველები, გაღვიძებამდე.

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

Arc23 (30)
ფანჯრებთან მთვარის მცველები სხედან )))
#1, 16.03.2017 - 10:21
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.