Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog

რა აზრი აქვს....

ან რა აზრი აქვს აწი მიზეზებს,
რა გააჩერებს გრძნობის ქარიშხალს?
შენით დავიწყე ფიქრი სივრცეზე
და ვარსკვლავების მძივით დაგნიშნავ.
ასჯერ დასმული კითხვა : ,, იცი, რა? “
შენ პასუხს მუდამ ხვალეს უტოვებ,
ცაა ლურჯი და ისე ტკიცინა,
თითქოს გულდაგულ დააუთოვეს.
რაზე ვფიქრობდი, როცა არ მყავდი,
რას ვაკეთებდი ნეტავი მაშინ?
ის ალუბალი ისევ აყვავდა და
შენზე ლექსებს ვუკითხავ ქარში.
მაინც ვერასდროს ვერ მომიცილებ,
თუმც უშენობით უკვე ძლივსღა ვარ,
და როცა ისევ გკითხავ : ,, იცი, რა? “
– შენ მიპასუხებ : ,, ვიცი, გიყვარვარ“..

Gorg Bergner-(ი)ს ფოტო.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.