Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog

და როცა....

.... და როცა სულ მთლიანად მოგიკვდები...
... და როცა აღარსად არ ვიქნები...
... და როცა მომძებნი..მოგინდები...
...და როცა სუნთქვიანად გაგიქრები...
გეტყვი აქედანვე..მიგახვედრებ :
-- ლექსი მოიძიე, ჩემი სულის სახლი...
ყველა ამოსუნთქვას იქ მოუსმენ
შენი სიყვარულისთვის ახლა დასჯილს....
...და არ შეგეშინდეს..არ შეგაკრთოს,
თუ კი სუნი იგრძნო ქარიშხალის...
ან და ლექსში ლექსის გულის ბაგა - ბუგმა
თუ კი ჩაგიმტვრიოს ყველა კარი
ჩემთვის დახურული..ჩარაზული....
გახსოვს? ღალატისთვის დამდე ბრალი...
მხოლოდ ჩემებური სიყვარული
შენ ვერ გაიგე და..ხელი კარი...
ჩუმად..უხმაუროდ გისმენ ახლა...
სიტყვას დავადევი თურმე ფასი...
სევდით მეღიმება... მწყინს და მტკივა,
დანას რომ მირტყამდა ზურგში, -შენ იყავი........................
....და როცა უკვე არ ვიქნები....
....და როცა სულ მთლად მოგიკვდები...
ლექსი მოიძიე, -- ჩემი სულის სახლი,
სადაც სიყვარულს თავიდან მოგიყვები...

Macaco Kukhalashvili-(ი)ს ფოტო.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.