Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gurgu blog

ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობა ოჯახში ძალადობა გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევას ფიზიკური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, სექსუალური ძალადობით ან იძულებით. მუხლი 4. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებას ან სიკვდილს; ბ) ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივისა და ღირსების შელახვას; გ) იძულება – ადამიანის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება; დ) სექსუალური ძალადობა – სქესობრივი კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ; ე) ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებელი და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრებისა და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას; ვ) მსხვერპლი – ოჯახის წევრი, რომელმაც განიცადა ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური ძალადობა ან იძულება; ზ) ოჯახის წევრი – ამ კანონის მიზნებისთვის დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), შვილობილი, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, აგრეთვე ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები, მეურვე;

- ხშირად მეზობლები, თვითმხილველები მალავენ ძალადობის ფაქტებს, პოლიციაში ჩვენებებს არ აძლევენ, ამ კუთხით რა ღონისძიებები უნდა გატარდეს?

- ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც შეიძლება მასაც შეეხოს. იგივე მაგალითად, ის თვალს ხუჭავს ძალადობაზე მეზობლის ოჯახში, ამ ოჯახში გაზრდილი ბავშვი შეიძლება აღმოჩნდეს მისი შვილის კლასელი, რომელიც მერე მის შვილზე იძალადებს, იმიტომ რომ ასეთ არასასურველ ფსიქოლოგიურ გარემოშია გაზრდილი.

აქ ისევ თვითცნობიერების ამაღლების მნიშვნელობის საკითხი დგას. მოძალადე, რომელიც ცოლს სცემს, შეიძლება ერთ დღეს იარაღით დათრგუნულ მეზობელს შეუვარდეს. როდესაც საზოგადოება იგრძნობს, რომ ძალადობა მხოლოდ ოჯახის პრობლემა არ არის და ეს ერთ დღეს მასაც შეეხება, ის ერთ მშვენიერ დღეს არ დარჩება გულგრილი და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს.








Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

Ankkk (19)
*HI*
#2, 16.04.2017 - 23:07
SooPhi (22)
უფრო მეტად საჭიროა ამაზე საუბარი
#1, 16.04.2017 - 16:47
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.