Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gurgu blog

ინფექციები

ინფექციები და დაორსულება

ორგანიზმში მიმდინარე ინფექციურ-ანთებითი პროცესი ყველაზე ხშირად და მეტი ალბათობით აფერხებს დაორსულების პროცესს, მათ შორის ყველაზე დიდი ხვედრითი წილი მოდის სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებზე (მიკოპლაზმოზი, ტრიქომონიაზი, ქლამიდიოზი, გონორეა, ჰერპესი, ურეაპლაზმოზი, ციტომეგალოვირუსი, სოკოვანი ინფექცია) და სასქესო ორგანოებში მიმდინარე მწვავე ანთებით პროცესზე, თუმცა შესაძლოა ინფექციური აგენტი (წითელა, წითურა, ყბაყურა, გრიპის ვირუსი და სხვ) სულ სხვა გზით მოხვდეს ორგანიზმში, მაგრამ მეორადად გამოიწვიოს გენიტალური ინფექციური პროცესი.

ქალის ორგანიზმში ინფექციური მწვავე ანთებითი პროცესი საკვერცხეებში იწვევს კვერცხუჯრედის მომწიფების დარღვევას, ფოლიკულის კედლის გასქელებას და ოვულაციის (ფოლიკულის კედლის გასკდომა კვერცხუჯრედის „გადმოსასროლად“) მოშლას, საშვილოსნოს ფალოპის მილებში - მილების ლორწოვანის ანთებას (შესიებას) და მათი სანათურის გადაკეტვას, ასევე შემდგომში ნაწიბურების და შეხორცებების განვითარებას, რაც მილების გაუვალობას შეუქცევადს ხდის და კვერცხუჯრედს აღარ აქვს მასში გადაადგილების, შესაბამისად განაყოფიერების შესაძლებლობა, საშვილოსნოს ენდომეტრიუმში იწვევს ლორწოვანი გარსის ანთებას, მისი რელიეფურობის დარღვევას, ლორწოს ჰიპერსეკრეციას, რითიც სპერმატოზოიდებს უმცირდებათ შესაძლებლობა მიაღწიონ ფალოპის მილებამდე, ასევე განაყოფიერებულ კვერცხუჯრედს უმცირდება წარმატებული იმპლანტაციის შანსი.

მამაკაცის ორგანიზმში ნებისმიერი ინფექციური პროცესი, დაწყებული ბანალური გაცივებიდან დამთავრებული გენიტალური ინფექციებით, იწვევს სპერმატოგენეზის (სპერმატოზოიდების წარმოქმნა) ფუნქციის დაქვეითებას, ამ დროს მამაკაცის სპერმაში ნაკლები რაოდენობის და/ან ნაკლები აქტივობის მქონე სასქესო უჯრედები (სპერმატოზოიდები) იმყოფება, ასევე ანთებითი პროცესის გამო შესაძლოა შესივდეს და შემცირდეს თესლგამტარი გზების (სათესლე ბაგირაკების) სანათურის გამავლობა, რის გამოც შემცირდება თავად გამოყოფილი სპერმის რაოდენობაც.

ინფექციურ პროცესს შესაძლოა მოერიოს ორგანიზმის იმუნური სისტემა, რის გამოც და რის შედეგადაც ინფექციური პროცესის გავლენა დაორსულებაზე შემცირდება/აღმოიფხვრება - ეს ბუნებრივი გამოსავალია. მაგრამ თუ ორგანიზმის იმუნური პასუხი სუსტი აღმოჩნდა, მწვავე ინფექციური პროცესი გადავიდა ქრონიკულში, ორგანიზმის ყოველი გაზრდილი დატვირთვის საპასუხოდ ისევ გამწვავდა და ამით ხელი შეუშალა დაორსულების ან ორსულობის შენარჩუნების პროცესს, მაშინ ინფექციური აგენტი პათოლოგიურად გადაიქცევა და სამკურნალო ჩარევის გარეშე დაორსულების რისკი კვლავ დაბალი იქნება.

პარტნიორთან აქტის შედეგად, 400%-ით მეტი პროლაქტინი გამოიყოფა, ვიდრე თვით დაკმაყოფილებისას, რასაც მეცნიერები მიჰყავს იმ მოსაზრებამდე, რომ პირველი უფრო აკმაყოფილებს ადამიანის მოთხოვნილებებს, ვიდრე – მეორე. როგორც კი აიწევს პროლაქტინის შემცველობა ორგანიზმში, ის ემოციების მოზღვავებას განიცდის.

მელანქოლია იპყრობს ადამიანს მაშინაც, როცა მას რამდენიმე წუთით ადრე ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა მასთან, ვინც მისთვის არ არის “ძვირფასი”.

ყოველი შემთხვევისათვის, თუ კი აღმოაჩინეთ, რომ ეს სინდრომი თქვენს გაწუხებთ, მიმართეთ ექიმს. შესაძლოა, ფსიქოლოგიც დაგჭირდეთ.

თუ არ იმკურნალებთ, ორგაზმი თქვენში ღიმილისა და ბედნიერების ნაცვლად მელანქოლიასა და სევდას გამოიწვეევს. დეპრესიულ მდგომარეობასა და მის მკურნალობა
დეპრესია თავის ტვინის დაავადებაა. თავის ტვინს მოვლა, მავნე ნივთიერებებისგან - სიგარეტისგან, ნარკოტიკებისგან, ასევე უარყოფითი მეტყველებითი, სმენითი და აზროვნებითი ზემოქმედებისგან დაცვა სჭირდება. ყოველივე ეს ტვინის სწორი მუშაობის საწინდარია. ცხოვრებისეული სირთულეებისგან ტვინის დასაცავად აუცილებელია მცირე განტვირთვა. სასურველია ცოტაოდენი ღვინის მიღებაც - ცნობილია, რომ ღვინო როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ორგანიზმში ჰორმონთა წარმოქმნას ასტიმულირებს. ოღონდ უნდა ვერიდოთ დათრობას. ჩვენს ქცევებს თავის ტვინის შუამდებარე ნაწილი - შუამდებარე ტვინი აკონტროლებს. ლიმბური სისტემა, პაპეცის წრე, ჰიპოფიზი, ჰიპოთალამუსი ჩვენს ძილ-ღვიძილს არეგულირებს, ხოლო საბოლოო ანალიზის ადგილია თავის ტვინის ქერქი, რომელიც, თავის მხრივ, კონტროლს უწევს ზემოთ აღნიშნული სტრუქტურებისა და მთელი ტვინის ასოციაციურ მოქმედებას. როგორც დიენცეფალური არის, ასევე მთელი ტვინის დაავადება გამოწვეულია ხან ორგანული, ხან ფუნქციური პათოლოგიით. ფუნქციური მსუბუქი და ადვილად შექცევადი პათოლოგიური მდგომარეობაა, ორგანული კი ტვინის ქსოვილის ხშირად შეუქცევადი ცვლილებებით მიმდინარეობს. თუმცა დაზიანებულ თავის ტვინის ქერქსაც დიდი ადაპტაციური უნარი აქვს - დაზიანებული უბნის ფუნქციას ტვინის სხვა უბნები იღებენ საკუთარ თავზე. სწორი დიაგნოსტიკისთვის სასურველია პაციენტის გამოკვლევა კომპიუტერულ-ტომოგრაფიული, ბირთვულ-მაგნიტურ-რეზონანსული, ელექტროენცოფალოგრაფიული და ბიოქიმიური ჭრილით. დეპრესიის სამკურნალოდ არსებობს სპეციალური პრეპარატები - ანტიდეპრესანტები (ფევარინი, რექსეტინი, ნევროჰელი, ვაგოსტაბილი და სხვა). შეიძლება, მკურნალობაში ჩაირთოს სისხლძარღვოვანი და ნოოტროპული პრეპარატებიც. მაგრამ ანტიდეპრესანტების ხანგრძლივი მიღება არ შეიძლება, ამიტომ ადამიანი პირველ რიგში თავად უნდა იყოს საკუთარი თავის მკურნალი. მან ყოველდღე უნდა ავარჯიშოს თავის ტვინი, რათა ცხოვრებისეულ სირთულეებს გაუძლოს, სწორად იაზროვნოს, სწორად იმოქმედოს. უძილობის დროს სასურველია საძილე პრეპარატების მიღება, - კარგი შედეგი აქვს იმოვანს, დონორმილს, მელაქსენს, - მაგრამ უძილობა ასევე შეიძლება დათრგუნულ იქნეს ღამის ლოცვით. დადგენილია, რომ ამ დროს ხდება ჰორმონული ფონის სათანადო რეგულაცია, თავის ტვინში გამოიყოფა ძილის ჰორმონი მელატონინი. ასე რომ, ლოცვის გარეშე ადამიანი არ უნდა იძინებდეს. ათონის მთის ბერების გამოკვლევისას აღმოჩნდა, რომ ლოცვის დროს მათ აქვთ ისეთივე ენცეფალოგრაფიული სურათი, როგორიც საერო პირს ღრმა ძილის დროს.


Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.