Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog

ე ვ ა. ვ ა რ

 გულში კი სინანულს დიდი აქვს ადგილი, უფალთან რამდენჯერ მუხლებზე დავეცი, მასთან ვარ ყველაზე ალალი,ნამდვილი. ევა ვარ,ნაძერწი ადამის ნეკნიდან, ცოდვიან ცდუნებას ვერ გადარჩენილი, ავყევი გველის ხმას,ის ვაშლიც ვიგემე და დავრჩი ედემის ბაღიდან დევნილი. მაინც მოუთმენლად ველი გაზაფხულებს, ვარსკვლავებს შევხარი მთვარიან ღამეში, უფლისგან წყალობად ნაბოძებ დედობას ნაზ ფიანდაზებად იმედებს გავუშლი და ვიდრე ღალატი ვიგემე მავანის, მზის სხივებს ვაგროვებ უმწეო ხელებით, შვილების თვალებში ანთებულ იმედით, სავალს ვიფერადებ ათასგვარ ფერებით. ევა ვარ,რამდენჯერ მატკინეს,ვატკინე, იარას ვაფარებ მზით გამთბარ ხელისგულს, ბოშა ალვისტანა კალთაზე კარტს მიშლის, ფრთხილად გპარავენო საყვარელ კაცის გულს! ევა ვარ,ქალური ტვირთით და ცრემლებით, გული ან როდემდე იტანჯოს,გოდებდეს, სიყვარულს დავეძებ,ჩემს წილს და ჩემეულს, ის ჩემი ადამიც მომძებნის ოდესმე და თუკი სარეცელს ცეცხლი მოედება, ჩემში აენთება გრძნობების ალია, ნუ გაგიკვირდება,თავს თუ ვერ ვერევი, ეს ჩემი კი არა,იმ ევას ბრალია.

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
online natalia777 (33)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.