Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gurgu blog

ქალს სჯიან დამოუკიდებელი აზროვნებითვის (დავაკოპირე)

თუკი სხვადასხვა ჯგუფების (რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური უმცირესობების) შემთხვევაში დისკრიმინაციას თავისი სახელი ქვია, ქალის დისკრიმინაციას ზოგჯერ მორალს არქმევენ, ზოგჯერ ტრადიციას, ზოგჯერ დაუწერელი კანონის სახელი ერქმევა და ძნელად იდენტიფიცირდება დისკრიმინაციასთან. იქამდე თავად ქალებიც არ აიგივებენ სხვადასხვა ე.წ. ტრადიციებს ჩაგვრასთან. რამდენად რთულია სწორედ ქალის აზროვნებაში გამაგრებული ცრურწმენის დაძლევა? - როგორც ზემოთ ჩამოვთვალეთ ქალთა დისკრიმინაცია თითქმის ყველა სფეროში ვლინდება და საზოგადოება ამას არ აღიარებს. პატრიარქალურ საზოგადოებას ურჩევნია მიჩქმალოს ქალების პრობლემები, არ ისაუბროს მათზე, საერთოდ არ წარმოაჩინოს ის პრობლემად. პირიქით, პატრიარქალური საზოგადოება იწონებს ქალის დაკნინებულ როლს, უწონებს მას მორჩილებას, სხვის ჭკუაზე სიარულს, პრეტენზიების არ გამოთქმას. სწორედაც რომ მორცხვი, მორჩილი, “შინაური” ქალია დღეს დაფასებული. ასეთია გენდერული როლი, რომელსაც საზოგადოება უკვეთავს ქალსაც და იმ ოჯახსაც, სადაც გოგონა იზრდება. ჩვენ ასე ვზრდით გოგონებს, სწორედ ქალები ზრდიან ასე თავის შვილებს. და ძნელია წინ აღუდგე დამკვიდრებულ სტერეოტიპებს, მავნე ტრადიციებს, მყარ რელიგიურ შეხედულებებს. ქალები, რომლებიც არ ეპუებიან ასეთ ყოფას, ხშირად ხდებიან კრიტიკის ობიექტები საზოგადოების მხრიდან, ხოლო ოჯახში ისინი ძალადობის მსხვერპლნი შეიძლება გახდნენ. ქალს სჯიან დამოუკიდებელი აზროვნებისთვის და დაუმორჩილებლობისთვის. უმნიშვნელოვანესია გავიაზროთ ქალთა პრობლემები, ვაღიაროთ მათი არსებობა და ვიფიქროთ მათი გადაწყვეტის გზებზე. - რამდენად მარტივია საქართველოში უწყინარი, პოზიტიური შინაარსის მქონე სიტყვების დემონიზება (გენდერი, ფემინისტი, ანტიდისკრიმინაცია და ა.შ.)? - ძალიან ადვილია და იმიტომ არის ადვილი, რომ განათლების დონეა დაბალი. ბევრი ადამიანი, რომელიც ამ სიტყვებს ნეგატიურ მნიშვნელობას ანიჭებს, როგორც წესი არ ფლობს ინფორმაციას. საზოგადოების დიდი ნაწილია მიჩვეული ინფორმაციის მხოლოდ სატელევიზიო ან საგაზეთო გზით მიღებას და არც კი ცდილობენ ეს ინფორმაცია გადაამოწმონ. მე ხშირად მიწევს ტრენინგებისა და ლექციების ჩატარება და როდესაც ადამიანები აპროტესტებენ გენდერულ თანასწორობას, ფემინიზმს, ანტიდისკრიმინაციულ კანონს, აღმოჩნდება ხოლმე, რომ მათ სრულიად მცდარი ინფორმაცია აქვთ ამ თემების და ცნებების შესახებ. ინტერნეტის ეპოქაში ძალიან მარტივია ინფორმაციის გადამოწმება, მაგრამ ჩვენი საზოგადოების დიდ ნაწილს ამის კულტურა არ აქვს. ჩვენ თუ გვსურს შევდგეთ და ჩამოვყალიბდეთ დემოკრატიულ და თანამედროვე ცივილიზებულ საზოგადოებად, აუცილებელია ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენს სიტყვებზე, ჩვენს აზრებზე, გადავამოწმოთ ინფორმაცია, გავაანალიზოთ ეს ინფორმაცია. არ უნდა შეგვეშინდეს აზროვნების და ფიქრის, უნდა შევძლოთ კითხვა დავუსვათ ყველაზე ძველ ტრადიციებსაც კი. გვინდა კი ჩვენ მათი შენარჩუნება? რა სიკეთე მოაქვს ამას ჩვენთვის? რა ალტერნატივები გვაქვს? თუ ჩვენ არ ვიქნებით შეკითხვებით და ინფორმაციით შეიარაღებულები, ვერანაირი სხვა იარაღი ვერ დაგვიცავს.

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.