Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gurgu blog
ყველაზე სასაცილო აფორიზმები ქალებზე:

1. აუცილებელია ქალს ჰყავდეს მამაკაცი, რომელიც სახლში ყველაფერში დაეხმარება, დაალაგებს, ხანდახან მოამზადებს და ექნება სამსახური.

2. აუცილებელია ქალს ჰყავდეს მამაკაცი, რომელსაც იუმორის გრძნობა აქვს.

3. აუცილებელია, ქალს ჰყავდეს მამაკაცი, რომელსაც შეიძლება, ენდოს და რომელიც არასდროს მოატყუებს.

4. აუცილებელია, ქალს ჰყავდეს მამაკაცი, რომელთანაც ლოგინში თავს კარგად გრძნობს და რომელსაც ის მოსწონს.

5. და ყველაზე აუცილებელია, რომ ეს ოთხი მამაკაცი ერთმანეთს არ იცნობდეს.

ქალს უნდა ჰყავდეს 5 მამაკაცი: გინეკოლოგი, მეგობარი, საყვარელი, ქმარი და უფროსი.

გინეკოლოგს - ყველაფერი უნდა უამბოს და ყველაფერი აჩვენოს.

მეგობარს – ყველაფერი უამბოს და არაფერი აჩვენოს.

საყვარელს – ყველაფერი აჩვენოს და არაფერი მოუყვეს.

ქმარს – ყველაფერი არ მოუყვეს და ყველაფერი არ აჩვენოს.

უფროსს კი – როგორც ის უბრძანებს...

ქალს ხუთი ცხოველი უნდა ჰყავდეს – წაულა კისერზე, იაგუარი ფარეხში, ძაღლი სახლში, ლომი ლოგინში და ვირი, რომელიც ყოველივე ამაში ფულს გადაიხდის.


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

sopo-sopo (36)
სასაცილო სულაც არ არის))
#1, 20.05.2017 - 12:38
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.