Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gurgu blog

რა სახის ქორწინებები გვხვდება დღეს:

რა სახის ქორწინებები გვხვდება დღეს:
• ე.წ. საცდელი ქორწინება - როცა ძალიან ახალგაზრდა წყვილები ცხოვრობენ დიდი ხნის განმავლობაში ერთად ისე, რომ იურიუდიულად არა აქვთ გაფორმებული საკუთარი ურთერთობა.
• ე.წ. სამოქალაქო ქორწინება - როცა ზრდასრული და სოლიდური ასაკის ადამიანები ცხოვრობენ ერთად და ასევე არა აქვთ ურთიერთობა გაფორმებული იურიდიულად. • ე.წ. ქორწინებათა კასკადი - უკვე აღარ არის გამონაკლისი და საკმაოდ მომრავლდა (ქორწინებათა ჯაჭვი მთელი სიცოცხლის განმავლობაში)- ქორწინება - განქორწინება - ქორწინება - განქორწინება და ა.შ. სხვაგვარად რომ ვთქვათ ქორწინება გახდა პოლიგამური.
• ქორწინების შიდა ცვლილებები - მკაცრი მონოგამია (ერთქორწინება) (ცალკეული, მეტ-ნაკლებად შემთხვევითი ცოლქმრული ღალატით) იცვლება ნახევრადლეგალური ქორწინების ფორმით - პრინციპით - ქორწინება+ქორწინების გარეთ სასიყვარულო ურთიერთობები. სულ უფრო მეტი ქალი და მამაკაცი აღარ წარმოადგენს ერთმანეთისთვის ერთადერთ ქალს ან ერთადერთ მამაკაცს და გადადიან მთავარი ქალის ან მთავარი მამაკაცის რანგში. ანუ უფრო გასაგებად რომ ავხსნათ, მეუღლეები იღებენ მთავარი (მაგრამ არა ერთადერთი) ქალის, ან მთავარი (მაგრამ არა ერთადერთი) მამაკაცის სტატუსს. ზოგიერთ შემთხვევაში ეს პარტნიორების მხრიდან თანხმობის საფუძველზეც კი ხდება.
პს. ქორწინების ინსტიტუტის ყველა ეს ცვლილებები არ არის ზნე-ჩვეულებების დაცემის შედეგი. უბრალოდ მიმდინარეობს ცხოვრების წესების ღრმა ლიბერალიზაციის პროცესი, ფართოვდება ადამიანის თავისუფლების სფეროები, მათ შორის სასიყვარულო და სექსუალური ურთიერთობის სფეროების. ქორწინების ინსტიტუტი მხოლოდ ეწყობა და ეგუება სასიყვარულო ურთიერთობების ასეთ ცვლილებებს.
სიყვარული ქორწინებაშისიყვარული ქორწინებაში - არ არის მხოლოდ გატაცება და ლტოლვა - ეს მსხვერპლია, საკუთარი პირადი სივრცის, დროის, კომფორტის ზონის და ინდივიდუალურობის ნაწილის - შვილებისთვის და მეუღლისთვის მსხვერპლად შეწირვის ნიჭი. შემთხვევითი არ არის ტერმინი „ცოლ-ქმრული მოვალეობა“ რომელიც ვალდებულებას ითვალისწინებს. სიყვარულის გარეშე კი ეს ვალდებულება ხშირად ტვირთად იქცევა ხოლმე, რადგან შეიძლება არ დაემთხვეს პიროვნულ სურვილებს...
როცა ოჯახი და ცოლ-ქმრული მოვალეობა ტვირთად გადაიქცევა, იქ სიყვარულის ადგილი აღარ რჩება... მიუხედავად ამისა, არ შეიძლება კატეგორიული მტკიცება, რომ ქორწინება სიყვარულით, ყველა შემთხვევაში უკეთესია, ვიდრე ანგარიშიანი (გონებით და არა გულით) ქორწინება. სიყვარული - ქორწინების აუცილებელი პირობაა, მაგრამ არა ერთადერთი. ქორწინებისთვის სხვა აუცილებელი პირობებიცაა საჭირო: საცხოვრებელი, ფინანსური, ერთობლივი მიდგომა ბავშვების მიმართ, ადამიანური ურთიერთგაგება და სხვა.
ამიტომ, არ შეიძლება დაუპირისპირდე ანგარიშიან ქორწინებას. ქორწინება შეიძლება და უნდა შედგეს კიდეც როგორც სიყვარულით, ასევე ანგარიშიანობით. მოდით ცოტა ხნით გავყვეთ, რა შეიძლება მოხდეს, თუ ქალმა შექმნა ოჯახი არა სიყვარულით, არამედ ანგარიშიანობით (ან იძულებით). აქ შეიძლება ყველაფერი განვითარდეს ორი სცენარით: პირველი - როცა მეუღლეები ეტაპობრივად აღწევენ ორმხრივ სიყვარულს (მინიმუმ ურთიერთგაგებას)... მეორე - როცა ქორწინება ემსგავსება წამებას...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.