Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ssissi blog
ფერი ყოველთვის გაოცებას იწვევდა ჩემში. ფერი მზესავით მეღვრებოდა და შუქჩრდილებოთ ისე ცხადად ამკვეთრებდა განწყობილებას, როგორც პირველი შთაბეჭდილება...კარგა ხანს რომ ვეღარ შეიცვლი.
ფერს იშვიათი თვისება ახლავს და ყველაფრის მიუხედავად, მაინც დიდი სიფრთხილე გვმართებს რომ თეთრი შავში არ აგვერიოს...რომ ცის სილურჯეს შევუთავსოთ ცისარტყელას შვიდფეროვნება...
მოჩვენებითი ყოფილა ფერი, რომელიც აფერმრკთალებს დიდ აღტაცებას... და ბოლოს ისე უფერულდება, როგორც თოვლი გალღობის შემდეგ...
ურთიერთობაც საჭიროებს ფერთა შერჩევას... და შესაბამის მონაცვლეობას, ერთფეროვნებამ რომ არ შთანთქას რაღაც ძვირფასი...
ყველაზე რთული შესარჩევი ფერია მაინც, ფერი, რომელსაც ყოველივეს მიუსადაგებ...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.