Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
1qeti blog

მიყვარხარო

"მიყვარხარო" მერამდენედ მომატყუე,
მითხარი და გულში ჩუმად ჩაიცინე,
უშენობას ნელა-ნელა შემაგუე,
ჩემგან გიკვირს, გული რატომ გავიციე.

ამის მერე ვისი სიტყვის დავიჯერო,
ვის მივანდო გული, სითბოს მონატრული,
ან ლექსები ამ გრძნობებზე როგორ ვწერო,
დავრწმუნდი, რომ არ არსებობს სიყვარული.

დამინგრიე ოცნებების დიდი კოშკი,
ვით სველ ქვიშით ზღვის ტალღებზე ნაშენები,
დრო გავა და ჩემს მაგივრად მაგ ცივ გულში,
შემოგრჩება თეთრ ფურცლებზე ნაწერები.

გაგახსენებს დღეებს ერთად გატარებულს,
ხელის გულით ვარსკვლავებთან რომ მაწვდენდი,
ზღვის ტალღებზე გულში თბილად ჩახუტებულს,
სიყვარულით ჩვილ ბავშვივით რომ მარწევდი.

მიმატოვე ოცნებების ანაბარა,
მეგონა, რომ მთელ სამყაროს მე მიყოფდი,
როს მიხვდები სიყვარულის ანაბანას,
მომძებნი და სიზმარშიდაც ვერ მიპოვნი.

მარინა ყიფიანი

Tags:

 
Interesting
positive votes: 7  |  negative votes: 0

Write comment:

nodarik1 (60)
"ეს ძალაა მამაჩემო ჩემთვის,
სიმდიდრე და სილაღეა სულის,
ეკრანიდან ღრმა მოხუცი, როცა
ემიგრანტ შვილს ესალმები გულით"...


ეს უფრო მომწონს...
#1, 01.04.2018 - 02:08
 

© 2018 Face.ge - all rights reserved.