Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gurgu blog

კარგი გოგოები (გოგოს ჩანაწერებიდანაა)

კარგი გოგოები

ალბათ ყველას გვყავს ნაცნობებში ისეთი გოგოები, რომლების არც თმის, არც თვალების ფერი და არც ის გახსოვს, ლამაზია თუ არც ისე, მაგრამ "ზუსტად იცი", რომ კარგი გოგოა. აი ისეთები, რომლების დახასიათება მხოლოდ ერთადერთი სიტყვით შეიძლება - კარგი გოგო. სულ რომ იღიმიან და სულ გაწონასწორებულ ხასიათზე რომ არიან და შარზე თუ არ ხარ ვერაფერს რომ ვერ დაუწუნებ ისეთები.

გასათხოვარ გოგოებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, თორემ ბებერი პადხალიმების მეტი რა არის?

კარგი გოგოები, რომლების შესახებაც ყველა ფრაზა ასე მთავრდება: „..მაგრამ ძალიან კარგი გოგოა“. მაგალითად: "სქელი ტრაკი აქვს, მაგრამ ძალიან კარგი გოგოა!"

თუმცა, მუდამ მომღიმარ სახეს თუ არ ჩავთვლით, მისი კარგობა რაში გამოიხატება რთულია ზუსტად განსაზღვრო. „კარგი გოგოა“ რა! და ეს ფრაზა ერთადერთი ემოციაა, რომელსაც კარგი გოგო იწვევს.

სიმპატიური გოგო თუ იაზვობს - თფუ „სტერვა“
მახინჯი თუ იაზვობს - თfუ, ვირთხა!
ეს კარგი გოგო არ იაზვობს, სულ იღიმის - რა კარგი გოგოა!

ის არ გიყვარს, არ გინდა, არ გძულს და საერთოდ არანაირ სექსუალურ და არასექსუალურ ემოციებს არ იწვევს შენში. „პრივეტ, როგორ ხარ?“ - გაგიღიმებს, გაუღიმებ и пошёл дальше! J

კარგი გოგოს სტრატეგია, „სტერვებისა“ და „bad girls“-ების როლში შესული ქათმების „სტრატეგიისგან“ განსხვავებით, მხოლოდ გათხოვებაზეა გათვლილი. თუ თავზეხელაღებული „სტერვები“ და „ცუდი გოგოები“ მუდმივ რეჟიმში შერონსტოუნები-მონიკაბელუჩები-ანჯელინაჯოლები არიან, კარგი გოგო მათგან განსხვავებით, აუცილებლად გათხოვდება, იმიტომ, რომ, მერე რა რომ არ გიყვარს, არ გაღელვებს, არ გინდა, არ გაინტერესებს და საერთოდ ვერანაირ ემოციებს ვერ იწვევს შენში, „ზატო კარგი გოგოა“. გაწონასწორებული, მომღიმარი. და აუცილებლად „კეთილი“. შენ არ მოგწონს, მაგრამ დედას მოეწონება.

კეთილი რატომ არის არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ ყველა მამრს მომღიმარი სახით, უაღრესად ლოიალურად ელაპარაკება და ისეთი საყვარელი და კეთილია, რომ ვინმესთან პაემანზეც რომ ნახო, ისიც ეპატიება. ნუ რა ჰქნას, ისეთი კეთილია და ის ბიჭიც ისე სთხოვდა, რომ შეეცოდა, ერთი შანსი მისცა და ცოტა დრო დაუთმო. ისეთი არაფერი კაცო, უბრალოდ ისაუბრეს. J

სხვათაშორის, სულაც არ არის ფაქტი, რომ ჩვენს „კარგ გოგოს“ იგივე გამოშტერებულ „სტერვებზე“ უფრო კარგი ხასიათი ჰქონდეს. საჭირო რომ გახდეს, სტერვასაც თმებით ათრევს. მითუმეტეს, რომ კარგი გოგოს სტრატეგია მხოლოდ გათხოვებამდე და პირველი შვილის გაჩენამდეა გათვლილი. აი მერე გაჩვენებთ ეშვებს დედამთილსაც და შენც!

არა, რომ დაფიქრდე, ადამიანი რა ნაირად უნდა იყო სულ კარგ ხასიათზე? ან გარე სამყაროს აღქმის უნარს მოკლებული, ქარაფშუტა დეგენერატი ხარ, ან ბანალურად პოზიტიური გოგოს როლს თამაშობ.

მოკლედ, ეს „კარგი გოგოები“ ბავშვობიდან არის ჩემი ტკივილი. ჩემ მშობლებს და სხვებს სულ მაგალითად მოჰყავდათ: „აი გოგო ასეთი უნდა იყოს, შენნაირი ავი კი არა...“ სინდისი მკლავდა მთელი ცხოვრება: მე რატომ არ ვარ კარგი გოგო? J


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.