Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
onamaya blog
„მე ვარ შემოდგომა, უცხო სიმბოლიკა, კვნესა გარეული ხიბლი ამინდების,
მე ვარ ოქროსფერი ფერის გაგიჟება, მე ვერ დავდუმდები, მე ვერ დავმშვიდდები,
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაღლილი, მზერა გამცვდარი და თრობამორეული,
მე ვარ აუხსნელი, მე ვარ ასახსნელი, მე ვარ ახლობელი, მე ვარ შორეული.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაფრენა, ჯებირმოღვეული სივრცე ტკივილების,
მე ვარ დასასრულის არსის გამართლება, თუმცა ულაზათოდ მე არ მივილევი.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ მოძახილი, მე ვარ გახსენება ძარღვში მოვარდნილი,
მე ვარ მოდარდება, მე ვარ მოლანდება, ალი დამღუპველი ყველა მონადირის.
მე ვარ შემოდგომა, მე ვარ გადაბნევა, მე ვარ განგრევა სხივთა პალიტრების,
მე ვარ სიცოცხლე და მე ვარ სიკვდილი და ვარ მოლოდინი დიდი დაფიქრების.
მე ვარ შემოდგომა, ფერთა მოზაიკა, ფერთა ჯადოსნური ხილვის გალერეა,
თითქოს მომიყვანეს სულ სხვა სამყაროდან და ამ სამყაროში გზები ამერია ..
მე ვარ შემოდგომა, ჭრელი მოზაიკა ... ელვად მოხატული, ფერთა გალერეა,
ღრუბელთ სინოტივე, სულში ლოცვად მიკრავს, თუკი, რა თქმა უნდა გზა არ ამერია.
მე ვარ შემოდგომა, მტევნის გაფიცხება, სისხლის ადუღება ბადაგ-შარბათებით,
ვიწყებ ენკენისთვით, მერე სიცივით, მერე წვიმებით და ...ზამთრით გავთავდები".

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.