Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
teri blog

შორს ხარ

შორს ხარ და თეთრი ალვების ჩრდილში
ვმალავ სევდის და წყენის ნობათებს...
დრომ გამომიბა დღეების ძაფით
და ბატკანივით უხმოდ მომათრევს.
მარტომ ვის უნდა გაანდო დარდი?..
დარდი - თუ არ თქვი, შეგჭამს შიგნიდან.
ვერას გაუგებ ჟამს - უსწავლელი,
ვერც რას გააწყობ მარტო წიგნიდან.
სხვის ტკივილს როგორ მიიტან გულთან,
თუ არ გეტკინა გულის შიგნიდან...
შენ ისევ შორს ხარ... გულქვა მანძილი
გრძნობებს უწყალოდ კაწრავს და ხანჯლავს...
და გნატრობ, როცა მცივანს და დაღლილს,
მთვარე ალერსით მისინჯავს მაჯას.
ღია თვალები, როგორც ქისები,
ინახავს ლოდინს და სიმარტოვეს.
ჩემი გულწრფელი სალამი ყველას,
ვინც გაწირეს და ვინც მიატოვეს....
ნუ იტყვი ნურსად, სიყვარულისთვის
რომ არ არსებობს დრო და მანძილი.
დამთრგუნველია ყოფნა ეულად,
ასე მგონია, მზეც კი დამცინის.
თუ რამე მქონდა სათქმელი, გითხარ,
გამოვატანე ქარს ნატვრის ბაფთა...
ჩემი ღიმილი, როგორც მზის სხივი,
დაბრუნდები და დაგხვდება კართან.
იარე ჩემსკენ, წამოდი... წამო...
თორემ გადაჰყვა ქარებს ცხოვრება...
გაფერმკრთალდება გრძნობათა გამა...
თუმცა ყოველთვის გვემახსოვრება...
შენ ისევ შორს ხარ და შემოდგომა
კარებთან მიფენს ფოთოლთა ფარჩას,
გავყურებ სივრცეს... თვალსაწიერზე
შენი თვალების შუქურა არ ჩანს.
დაგელოდები... უთუოდ მოხვალ.
კართან მზე ისევ ანთია შენთვის
და მთვარე როცა მისინჯავს მაჯას,
ჩემი ფიქრები შენს ფიქრებს ერთვის.
/მარიამ კოზმანიშვილი/
17 ივლისი

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.