Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninikonaaaaaaaa blog

რეალურ სამყაროში ...

გამთენიისას თვალის დახუჭვა , ძილის შეგრძნება მომინდა თუ არა მაღვიძარამ დამიყვირა, უკვე არ მახსოვს მერამდენედ გადავწიე, რომ ხუთწუთიანი გამოძინებით მომეტყუებინა თავი.. ნუ საბოლოოდ გადავწყვიტე , რომ საბოლოო იყო თავი ავწიე და როგორც ყოველთვის შემდეგი ათი წუთი თვალდახუჭული გამოფხიზლების სცენა მოვაწყვე , პოზიცია შევიცვალე ფეხები გადმოვაწყვე მხოლოდ - იატაკის სიგრილე იქნებ დამხმარებოდა.. ჩემს თავს ვაჯერებდი, ლამაზი დღის გათენებას და თვალების გახელას , რომ თურმე ისე ვერაფრით დავინახავ მზეს.. აქ შემეშალა მზის შეგრძნება თვალდახუჭულს უფრო მომწონს , მაგრამ არაუშავს "გავუტარე" ეს ერთი ჩემს თავს და გავახილე )) ნუ მერე შემდეგი სცენა აბაზანიდან ოთახში და პირიქით , ამას იმდენჯერ ვიმეორებ რომ ზოგჯერ ვიღლები და ხუთწუთიან შესვენებას ვიყენებ )) ასე თუ ისე სახლიდან ვაღწევ და იწყება ჩემი გრძნობების გამორთვის , ფიქრის გათიშვის, სამსახურზე ორიენტაციის პერიოდი.. დღის განმავლობაში ერთი საათით ვუბრუნდები ჩემს თავს , პარკისკენ წასულს უკვე ვგრძნობდი ნიავის არეულ თმას და მშვიდი მუსიკის ხმას ,მზის სხივები სათვალის შიგნით შემოღწევას ცდილობდნენ , გამეღიმა.. ეს ესაა რამოდენიმე საათის შემდეგ ჩემი სამყაროს კარი ისევ შევაღე.. რა მაგარია გრძნობებგათიშული და თითქოს უკვე გაყინული ნელ ნელა ვლღვები, სასიამოვნო შეგრძნებაა ცივ სხეულში სითბოს ჩაღვრა ჟრუანტელი რომ გივლის წამიერად .. მოწყურებულს და მონატრებულს ფიქრს მივაკითხე, ყველაფერზე ერთად მომინდა და მივხვდი , რომ ასე არაფერი გამოვიდოდა ამიტომ ჩემს თავს შევუთანხმე , პრიორიტეტულად დავალაგე და დავეწაფე.. მმმ.. იმდენად ლამაზია ჩემი სამყარო , ის რასაც მე აღვიქვამ და ვხედავ შენც რომ ხედავდე გაცილებით მარტივი იქნებოდა ჩემი გაგება..ზოგჯერ მინდა დავხატო, ან გადავიღო ან დაგანახო, მაგრამ ბევრი რამ შევათანხმე ჩემს თავთან იმ ერთ საათში, მათ შორის ისიც, რომ მხოლოდ მე უნდა ვხედავდე ამ ყველაფერს, რომ რამდენჯერაც გეგონა შენი აღქმის ადამიანი იპოვე იმდენჯერ გეგონა და ახლოსმოშვებული უბრალოდ გტკენს.. ყველაზე ლამაზი და მშვიდი ერთი საათი მექნებოდა , რომ არა მხარზე გამოფხიზლების მაგვარი შეხებული ვიღაცის ხელი, ოო რა დისკომფორტი იყო მუსიკას ჩავუწიე თვალები გავახილე და ალბათ მეათეჯერ გამეორებული "უკაცრავად" შორიდან გავიგონე, მოკლედ ჩემი ბედნიერება აქ დასრულდა ჩემს გვერდით ჩამოჯდომა ორმა ახალგაზრდამ მთხოვა, მუსიკის ხმაზე ჩემდაუნებურად მოვისმინე ჭორაობა, ერთმანეთში რაღაც გაცვეთილ თემებზე საუბარი მერე ეს , რომ არ იკმარეს "ვიდეო ქოლით ჩართეს ლაივში მესამე".. გაუსაძლის წუთებს , საკუთარი თავის დამშვიდებისას/სანამ რამეს ვეტყოდი შესვენების დასრულებამ მოუსწრო, შესაბამიდად გრძნობებგათიშულმა ღიმილით დავემშვიდობე და ოთხასმეათე რიგის ნომრის მფლობელი ამოვიძახე... რამოდენიმეჯერ გავიხედე ფანჯრისკენ ვხედავდი მზე როგორ ჩადიოდა, მაგრამ რაც არ უნდა მეცადა აბა გრძნობა?! გამოსვლითავე ვეცადე დაკარგული საათების აღდგენას და მშვიდი ნოტების ხმაზე გავუყევი აბაშიძის გამზირს.. დაღამებულიყო იასამნისფერ სახლს, რომ მივადექი იასამნისფერ ოთახში უკვე თამამად ჩართულ მუსიკას მხოლოდ ტუჩები მოძრაობით ავყევი... მთელი ღამე მქონდა წინ ჰო აი ისეთი ღამე მაშინ სულელური სათვალის შეწებებაში რომ გავხარჯე.. როგორ ვერ მივხვდი , რომ მარტო რას შევძლებდი ამდენი ნამსხვრევის პოვნას , მაგრამ მაინც იმედიანად განწყობილი რამოდენიმე ნაწილის ხელიდან ჩაცურებამ და დაფშვნამ გამომაფხიზლა.. თავი დავიმშვიდე ჩემ წინ ჩემი თავის მაგვარს ვხედავდი , თვალები ცრემლით გავსებოდა თუმცა არ უტირია, სწრაფად შევაგროვე , კარგად შევფუთე და ჩქარი ნაბიჯებით ჩუმად გასულმა ჩემი სახლის წინ ცივად მიმავალს, წყალს გავაყოლე.. ახლა უკვე ვინმე თუ მაჩუქებს ვარდისფერ სათვალეს, არასდროს " ვიყიდი ჩემ-ით"...

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline ninikonaaaaaaaa (28)
საქართველო, აჭარა, ბათუმი



Blogs: tags
© 2017 Face.ge - all rights reserved.