Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
AMKA blog

სიყვარული არ არსებობს

დღეს მკითხეს შეყვარებული ხომ არ ხარო..
გაოცებით შევხედე ..მერე კი გამეღიმა ...
ნუთუ ვიღაც მაინც ამჩნევს ამ გამომშრალ
თვალებში და გაყინულ გამომეტყველებაში რამე გრძნობისმაგვარს .. იქნებ
მხოლოდ მე მეჩვენება რომ სიყვარული
არ არსებობს ?..
არა განა რამე ვდგავარ მეწერება.
როგორ აღარ ვარ თუ როგორ ვარ ან რავი.
მთელი დედამიწა როგორ მესწერვება
და რომვერ ვიპოვე ვერსად სამალავი.
სადაც მოვა მხოლოდ ჩემი გადარჩენა
ანუ ჩემი ღმერთი, თვალებ ნაღვლიანი.
და ხელს კი არ მკრავს ან კი არ გამაჩერებს,
მოვა და სიყვარულს ისე მაღრიალებს
შენც კი დაიჯერებ, ჩემო
ყველა ავდარს მოსდევს დილა დარიანი.
გინდა მაგალითად ვინმეს თავგანწირვა?
ნახე გოლგოთა და ჩოქვით აიარე.
ზოგი ტკივილია სუნთქვას გაგიჩერებს,
ზოგი გზას განახებს და მხარს შეგაშველებს,
ზოგი გაივლის და მაინც დაგირჩება.
მაგრამ ვერაფერი ჩვენ ვერ შეგვაჩერებს, როცა ერთმანეთში ვხედავთ ნაზარეველს.
გაგიკვირდება და ლექსი დაგიწერე,
როცა ქარიშხლები ყველა გზას არევენ,
მოვლენ სტროფები და სუნთქვას დაგირწევენ.
დიდი არაფერი-ლექსი დაიწერა,
ვთქვი რაც მტკივან გულში აღარ დამეტია.
რომ შენ მიყვარხარ და გარეთ მაისია,
რომ ცა ერთია და მაინც ცა-მეტია.
არიან სიტყვები,
რომლებიც
მხოლოდ გულიდან კი არ ამოდიან,
თვითონ გული ამოჰყავთ მკერდიდან.
გულის გადაშლა
გასაშრობად გადმოფენილი ტანსაცმელი კი არ არის,
გულის გადაშლა
დედისთვის ბინძური ტანსაცმლის
გასარეცხად მიტანას გავს
და
როგორც ქარში საშიშია ღია ფანჯარა,
ისე სახიფათოა ადამიანებთან ღია გული,
მაგრამ ხომ არის ისეთი ფანჯრებიც,
მინები რომ ჩამტვრეული აქვს.
პირობითია ყველა ფიქრი და განცდა,
როცა გადაუჭრელი პრობლემა გჭრის ყელს,
როცა ბედისწერა მხოლოდ საბედისწერო ნაბიჯებით გატარებს
და
ნაფეხურებზე მძიმე ნათითურებს ტოვებ,
თუნდაც სულ მცირე, პირჯვრის წერისას,
როცა გულაღმა წევხარ სამართებლის პირზე
და
ხელების მაგივრად იმედები გაქვს ამოლაგებული თავქვეშ,
როცა ბედნიერება ყველაზე სწრაფად განკურნებადი ავადმყოფობა გგონია,
რადგან ისე მოდის შენთან,
როგორც დაღლილი ადამიანი ბრუნდება სახლში,
სადაც არავინ ელოდება.
შენ საკუთარ ცხოვრებაზე მეტი ღირხარ,
მაგრამ
ეს რომ იგრძნო,
თვითონ უნდა გადაიხადო.
ცხოვრება ხომ მაშინ გიტარებს გაკვეთილს,
როცა აცდენ
და
შენც გაცდენილი გაკვეთილებიდან სწავლობ მას.
როგორც ჩაჭედებული ლურსმანი ვერ ამოიძრობს საკუთარ თავს,
ისე ვარ გამოკეტილი სახლში,
ძველებურად ვუყურებ,
როგორ მიედინება დღეების ამღვრეული დინება,
იმ დღეების ჩემი სიცოცხლის კალაპოტი რომ უნდა ყოფილიყო,
მაგრამ არ ვგავარ მდინარეს,
რადგან
მდინარე თუ კალაპოტიდან გადმოდის ირგვლივ ყველაფერს ანადგურებს,
ადამიანი კი პირიქითაა,
საკუთარ თავს.
რა აზრის აქვს, შარვლის ტოტების აკეცვას,
როცა ყელამდე ტალახში დგახარ.
საფერფლესავით სწრაფად ივსება გული ტკივილებით,
მაგრამ
ერთი ამოყირავებით ვერ დაცლი,
ამოპირქვავებული გულიდან მხოლოდ სიყვარული იღვრება.
დამღალა იმან,
რომ
ორჯერ ორი ოთხია
და
ვერაფერს ვხედავ ამაში განსაკუთრებულს,
გარდა იმისა,
რომ
სახიფათოა ასეთი მარტივი ჭეშმარიტება,
თუ ის რთული ცხოვრებისკენ არის მიმართული.
შეიძლება, საათობით იდგე, მოწმენდილი ცის ქვეშ,
უყურებდე
და
იქ საკუთარ ანარეკლს ვერ მიაგნო,
მაგრამ
ქუჩის პირველივე გუბურამ აგირეკლოს,
შვებას კი მხოლოდ მაშინ იგრძნობ,
როცა ფეხს ჩადგამ
და
აამღვრევ.
ნუ გეშინია,
გაანგრიე საკუთარი ნაჭუჭი,
თუნდაც ისე,
როგორც
ყვავილი ხეთქავს ასფალტს.
ტოლობის ნიშანივით მაქვს სხეულიდან ხელები გაშვერილი,
მაგრამ ჯამი ცარიელია,
მისი ამოვსება კი,
მხოლოდ ჩახუტებას, ან ხელის ჩაკიდებას შეუძლია
და
არა შერყეული ფსიქიკის ამონახსნებს.
ცივი წყლით სავსე ჭიქასავით დაორთქლილი ვარ გარედან,
შიგნით კი გული გვალვისგან დამსკდარი მიწასავით მაქვს.
რა იქნებოდა,
დაბადებისას ჩაერბინა ცხოვრებას თვალწინ,
ისევე როგორც სიკვდილის დროს,
ხომ არ ვინანებდი ამდენს.
სისულელეა ყველაფერი,
რისიც გჯეროდა
და
ვერ იჯერებ,
რომ
ოდესღაც იყავი ბავშვი,
ხელუხლებელი ოცნებებით,
მზით
და
სიცოცხლით თხემამდე სავსე,
მაგრამ
ტკივილებმა გაგასწრეს ზრდაში.
როგორც ირაკლი ბერიამ თქვა,
ბავშვობა გრძელდება დიდხანს,
შემდეგ დრო სწრაფად გადის.ხშირად მავიწყდება გავლილო 22 წელი, უფრო ხშირად კი, მომენტები როდესაც ცხოვრებისეული ჩავარდა მქონია..
ამნეზიას ნუ დააბრალებთ.
ნერვიულობაა-წერტილი რომელმაც რაღაც ფიგურა მიიღო და არ მაძლევს საშუალებას, ვიაზროვნო ისე როგორც თქვენ აზროვნებთ ახლა.
მოკლედ ერთი სულიერი ვარ, რომელსაც ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ რაღაცას მიაღწიოს.
სინამდვილეში ?
სინდვილეში ვინ რა იცის, რა შემიძლია და რაზე შეიძლება დავიხიო უკან, ისე როგორც ეკლესიის გზაზე მიმავალი ურწმუნო იცვლის მიმართულებას და ზურგს აქცევს სიწმინდეს..
თქვენ კი არა, საკუთარ თავს მეც არ ვიცნობ, ყოველ დღე რაღაც იცვლება ჩემში..ზოგჯერ
სამკუთხედია სამყარო,
ზოგჯერ
მრგვალი
და
ზოგჯერ კი,
რომბს გავს, ბასრი წვეტებით.
ახლა? ახლა ვფიქრობ და ვერ ვადარებ ვერცერთ ფიგურას.
არ მინდა წვეტი ჰქონდეს რადგან ვიღაც აუცილებლად წამოედება და გზის გაგრძელება გაუჭირდება.
მრგვალზე შეიძლება ისე დაეჯახოს რამეს, წამოდგომა ვერ შეძლოს მარტომ.
აი ის კი, ნამდვილად არ ვიცი, დამხმარე გამოუჩნდება თუ არა გაჭირვებაში მყოფს..
ყველაფერ ოფიციალურს ხელი კარით და იყავით მართლები უფალთან, რომლისთვისაც საბუთად სიყვარულს წარადგენთ .
და ბოლოს,
მრგვალი იქნება სამყარო,
სამკუთხედი თუ რომბისებული,
არცერთ ფიგურაზე გავლა არ გაგიჭირდებათ
თუ გეყვარებათ
და თუ ეყვარებით.მე ვიტანჯები დაუფიქრებელი ნაბიჯებისთვის, დადგება დღე და ათას ცოდვად რომ ჩამეთვალოს,
მე მაინც მოვალ
მოვალ შენთან
შენ სიახლოვეს..
ათას კაცს გავცვლი
შენი
ერთი
დანახვის გამო..
არ მახსოვს როდის შემიყვარდი. მახსოვს მხოლოდ ის, თუ როგორ მეჭირა შენი ხელი და ვხვდებოდი როგორი ძნელი იქნებოდა ამ ხელის გაშვება..."

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

gurgu (34)
"ბავშვობა გრძელდება დიდხანს,
შემდეგ დრო სწრაფად გადის"
#3, 18.12.2017 - 19:29
mishogege (24)
ძალიან მაგარია და რაც მთავარია აფსოლიტურად სწორი. ძალიან მაინტერესებს ვის ეკუთნის და რა ნაწარმოებიდან არის?
#2, 12.12.2017 - 21:18
koshubi (47)
საინტერესოა
#1, 03.11.2017 - 17:38
:'-(
04.11.2017 - 16:21
 

User
offline
offline AMKA
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.