Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gurgu blog

დიეტა

არ დაფიქრებულხარ, თუ ამდენი მრავალფეროვანი დიეტა არსებობს, რატომ აწუხებს მოსახლეობის უმეტესობას ჭარბი წონა. გამოდის, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც თუ ნებისყოფას მოკრეფ, სასურველ წონამდე დახვალ, შეგიძლია სამუდამოდ დასვენო ამ პრობლემისგან. არადა ნებისმიერმა თქვენთაგანმა საკუთარი გამოცდილებიდან უკვე მშვენივრად იცის რომ ასე არ არის და ეჭვიც მაქვს რომ არაერთხელ აქვს ის უთავბოლო დაკლება-მატების წრე შემოვლილი. სტატისტიკის მიხედვით 100 ადამიანიდან მხოლოდ 5 აქვს მთელი წლის განმავლობაში წონის შენარჩუნების ბედნიერება.

არა აქვს მნიშვნელობა თუ რითი კვებას კრძლავს დიეტა. მთავარია როგორ რეაგირებს მასზე ჩვენი ორგანიზმი. არსებობს 3 ტიპის რეაქცია.

პირველი ვარიანტი – ოპტიმალური. ადამიანი იცავს დიეტას, გრძნობს რომ ყველაფერი კარგად მიდის და ეფექტურად ხდება კლება. თვლის რომ მისი დიეტა საუკეთესოა და გმობს ყველა სხვა ტიპის დიეტას. სამწუხაროდ, ასეთი მოვლენების მიმდინარეობა მხოლოდ 5%-ია.

მეორე ვარიანტი – უკვე მძიმეა. ადამიანი წვალობს, აწუხებს გამუდმებული შიმშილის გრძნობა, სასწორი კი უმნიშვნელო ცვლილებებს აფიქსირებს წონაში. ასეთი სცენარი დიეტის შეწყვეტით და ისევ წონის მატებით სრულდება. ასე მთავრდება დაახლოებით ნახევარი შემთხვევები.

მესამე ვარიანტი – დიეტა წყდება ორ-სამ დღეში. ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც არ ძალუძს კვებაში მკაცრი შეზღუდვის ატანა.

ყველა დიეტის შედეგი ამ სამი სცენარის შედარებითი თანაფარდობაა. მაგალითად, მსუბუქ დიეტებს უფრო დიდი ხანი უძლებენ, მკაცრი უფრო სწრაფად წყდება და ა.შ.

ჟურნალების მიერ შემოთავაზებული დიეტები ძალიან ცალმხრივია: დაშვებულია მხოლოდ ცილოვანი საკვების მიღება, ან მხოლოდ ნახშირწყლების. ნებისმიერი უგემური და ერთფეროვანი საკვები ემოციურ ფონს დაბლა სწევს, იწვევს მოთენთილობას და ქრონიკულ დაღლილობას. საძულველი საკვებით შედგენილი მკაცრი დიეტა ფსიქოლოგიურ სტრესს იწვევს. გარკვეული ტიპის საკვების მუდმივი მოხმარება, იმ დროსაც კი, როცა ისინი სხვადასხვა ტიპის ჯგუფს მიეკუთვნებიან, არამარტო მალე მოსაბეზრებელია და გახდომის პროცესს ანელებს, არამედ შეუძლია ვიტამინების და მინერალების ნაკლებობა გამოიწვიოს. ორგანიზმს ნორმალური ფუნქციონირებისათვის ყოველდღიურად სჭირდება ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, მინერალების – კალიუმის, ნატრიუმის, რკინის, იოდის, კალციუმის და ა.შ. გარკვეული რაოდენობა. რადგან დიეტების უმეტესობას მკვეთრად შეზღუდული აქვს რაციონი რაოდენობის და შემადგენლობის მიხედვით, მათი დაცვის პერიოდში სასიცოცხლოდ აუცილებელი ელემენტების მკვეთრი დეფიციტი ვითარდება.

არ არსებობს აბსოლუტურად სასარგებლო და აბსოლუტურად მავნე საკვები პროდუქტები. ყველაფერი დამოკიდებულია არამარტო მიღების რაოდენობაზე, არამედ მათ კულინარიულ დამუშავებაზე, გარკვეული ტიპის პროდუქტების სწორ შეთავსებაზე, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ასაკზე და სხვადასხვა ფაქტორებზე.

პროდუქტები არ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ერთმანეთით. მაგალითად, ხორცის ნაცვლად შევჭამოთ ვაშლი. რკინა, რომელსაც ვაშლი შეიცავს, ორგანიზმი ძნელად ითვისებს, რკინის ძირითად წყაროდ სწორედ ხორცის პროდუქტები ითვლება. დიეტებში, სადაც ცილოვანი საკვები შეზღუდულია, ორგანიზმი ხარჯავს არა ცხიმს, არამედ კუნთოვან ქსოვილებში არსებულ ცილებს, ხოლო ცხიმი ინტენსიურად წარმოქმნება ნახშირწყლებიდან.

ორგანიზმი უმეტესად ენერგიის მობილიზაციას ახდენს არა მხოლოდ ცხიმოვანი მარაგების დასაშლელად, არამედ შლის კუნთოვან ქსოვილსაც, წყლის და სხვა აუცილებელი კომპონენტების დაკარგვასთან ერთად. როცა კვებას ხელოვნურად ზღუდავთ და თქვენი ტვინი ვერ იღებს სიგნალებს დანაყრების შესახებ, ორგანიზმი კი მიღებული საკვების მაქსიმალურად ცხიმად გარდაქმნას იწყებს.

გარდა ამისა, როგორც ინგლისელმა ექიმებმა დაასკვნეს, ყველა გაუაზრებელი მკაცრი დიეტის შემდეგ დაგროვილი ცხიმი, თავისი შემადგენლობით და ორგანიზმში განლაგებით გაცილებით უარესია, ვიდრე დიეტამდე. ცხიმოვანი მარაგების დაგროვება კუნთებიდან და კანიდან შინაგანი ორგანოების მიმართულებით ინაცვლებს.

ქალები წონაში დასაკლებად და სწრაფი ეფექტის მისაღებად მზად არიან ნებისმიერ მსხვერპლზე წავიდნენ, მაგრამ ხშირად არ არიან მზად შეცვალონ ცხოვრების წესი, ჩვევები, არ ცდილობენ გონიერად შეარჩიონ რითი და როგორ იკვებონ, კონკრეტულად რა უხდება მათ ორგანიზმს. ხშირად იცავენ იმ დიეტას და კვების რეჟიმს, რომელიც მათ დაქალს ან მეზობელს მოუხდა და ა.შ.

არცერთი მეთოდი არ არის ეფექტური წონის დასაკლებად, რომელსაც ინდივიდუალური მიდგომა არ უდევს საფუძვლად. გასათვალისწინებელია არა მხოლოდ სიმაღლე და წონა, არამედ ასაკიც და შესაძლო არსებული დაავადებები ან დარღვევები. სტაბილური შედეგის მისაღებად საჭიროა სისტემური და კომპლექსური მიდგომა. ამიტომ ნელ-ნელა პოპულარული ხდება კვების ისეთი სისტემები, რომლებიც ორიენტირებულია არა მხოლოდ ფიგურის კორექციაზე, არამედ ცხოვრების წესი ხდება.

ბოლო წლებში ამ პრობლემის მიმართ მიდგომაში გარკვეული ცვლილებები შეინიშნება, ბევრი ქალის აზროვნებაში მოხდა გარდატეხა. თუ ადრე პრიორიტეტულად ითვლებოდა გარეგნული ფორმა, ახლა მეტი ყურადღება შინაგან განწყობას ექცევა. მხოლოდ სილამაზეს და გარეგნობას არ მოაქვს ბედნიერება. ამაღლებული განწყობა და ენერგია ჯანმრთელობას მოაქვს, რომელიც გვმატებს ძალას და გვაძლევს უნარს გავიკეთოთ კარიერა, ავიწყოთ პირადი ცხოვრება და სრულად ვისიამოვნოთ ცხოვრებით.


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

sopo-sopo (37)
Nebiskofis tvitshemowmebis da tvitgvemis survilis qonis ra gitxra,magram adamianebma ar unda tqvan uari imaze,rac mat siamovnebas anichebt..dietis shedegi meti siamovnebaao itkvis vigac da eg tkuilia)) chveni sicocxle ar aris ulimito,rom is uazro principebshi,sijiuteshi da shimshilshi gavatarot..kilogramebis miuxedavad aris shesadzlebeli lamazad cxovreba,tan xasiatahic araferi gezrdeba,roca dietaze xar-ar icini da tu ar icini-ar cxovrob))
#1, 14.11.2017 - 19:19
kagad msjelob sofo
movusmine: saqartveloshi ar aris dieturi camlebi , saqartveloshi aris shardmdenebi da aseve hormonaluri camlebi romlebitac zemoqmedeben farisebr jirkvalze, saertod ki kvelaferi camalia da yvelaferi sacamlavi.
rac shexeba astenias da bulemias eseni aris fsiqologiuri. ise ki ukve modelebshi da msaxiobebshic agar aris modashi zalian gamxdari sxeuli.
15.11.2017 - 11:39
 

© 2017 Face.ge - all rights reserved.