Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gurgu blog

მორალი სინდისი

მორალი არის, გატაწყვეტილებების, ფიქრების, მოქმედებების და ქცევის დიფერენციაცია „კარგად“ და „ცუდად“, შეცდომად და სისწორედ. მორალური კოდექსი არის მორალურობის სისტემა. მაგ ფილოსოფიის, რელიგიის , კულტურის მიხედვით და ა.შ. მორი არის კარგის და სწორის სინონიმი, ამორალური ცუდის. ანუ მორალური კოდექსის ნაწილია მორალი, მორალი გვამცნობს რა არის „კარგი“.

სინდისი არის ადამიანის ინტელექტუალური უნარი, რომლის მიხედვითაც შეუძლია გაარჩიოს სწორი და არასწორი საქციელი, მოვლენა და ა.შ. სინდისის მეშვეობით ადამიანს აქვს სამართლიანობის განცდა. ფსიქოლოგიაში განსაკუთრებით ხშირად გამოიყენება ეს ტერმინი. მაგ „სინდისის ქეჯნას განიცდის ადამიანი“, როდესაც სჩადის ისეთ საქციელს , როცა აზიანებს საკუთარ თავს ან სხვას, ან მისი საქციელი ეწინააღმდეგება მის ან სხვის მორალს.

კოსტიტუცია – არის განსაკუთრებული ძალით მიღებული უმაღლესი იურიდიული ძალის მქონე სახელმწიფოს ძირითადი კანონი.

კონკრეტული მორალური კოდექსის მიღება არ მიღება და სინდისით შეფასება არის სუბიექტური განცდა, ხოლო კონსტიტუცია ერთგვარი მორალური კოდექსია, რომელიც უზენაესია, და რომლის დაცვა სავალდებულოა ყველა ადამიანისთვის!

ხშირად სექსუალური ქცევის ორიენტაციის, ან გენდერული იდენტურობის შეფასების დროს განიხილება მისი მორალურობა ამორალურობა. ზოგჯერ კი ის ადამიანები, რომლებიც საკუთარი ქცევით ან მოსაზრებებით უმცირესობაში აღმოჩნდებიან ხოლმე ხდება მათი სტიგმატიზება ან სხვა სახით წნეხი მათ მიმართ. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა ადამიანს ახსოვდეს უმაღლესი მორალის კოდექსიდან – კონსტიტუციიდან პატარა ამონარიდი:

ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს კ ო ნ ს ტ ი ტ უ ც ი ა

მიღებული 1995 წლის 24 აგვისტოს

მუხლი 14

ყველა ადამიანი დაბადებით თავისუფალია და კანონის წინაშე თანასწორია

განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, ენისა, სქესისა, რელიგიისა, პოლიტიკური და სხვა

შეხედულებებისა, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა,

წარმოშობისა, ქონებრივი და წოდებრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი ადგილისა.

მუხლი 18

1. ადამიანის თავისუფლება ხელშეუვალია.

მუხლი 19

1. ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის

თავისუფლება.

2. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო,

აგრეთვე მისი იძულება გამოთქვას თავისი შეხედულება მათ შესახებ.

3. დაუშვებელია ამ მუხლში ჩამოთვლილ თავისუფლებათა შეზღუდვა, თუ მათი გამოვლინება არ ლახავს სხვათა უფლებებს.


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

..
#1, 14.11.2017 - 12:46
magram konstituciis garda arsebobs biblia rac umtavresia..
15.11.2017 - 11:42
 

User
offline
offline gurgu (34)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Entries archive
© 2017 Face.ge - all rights reserved.