Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog
 აგაგიზგიზებ სურვილით, ტანს შემოგახვევ ვნებასა, თავბრუს დაგახვევ ალერსით, გიცეკვებ შეშლილ ცეკვასა. ვნებით ჩამოვშლი დალალებს, გადავიშიშვლებ მკერდსაცა, ბაგეზე დაგეწაფები , გაცდები, ვიცი, ზეცასა. აგიკვნესდები მკლავებში, სუნთქვით აგიწვავ ყვრიმალსა, ისეთი ცეცხლით დაგთუთქავ, ნატვრად გაგიხდი წვიმასა. წვიმამაც რომ ვერ ჩაგაქროს, ნიავს ნატრობდე მთისასა, ისეთად შემოგენთები, სულ დაგავიწყებ რიჟრაჟსა. კოცნით გადამსკდარ ტუჩებზე გაპკურებ წვეთებს ცვრისასა, დარწყულებული შეგახვედრ თავზე წამომდგარ ცისკარსა. და თუ გახურავ სახლის კარს...წამოგეწევი ფიქრადა, კვლავ ჩემთან ნდომიდ სურვილი მოგიყვანს ჩემთან,ვფიცავარ. გულში რომ შემოაღწიე და ქალს არ მინდობ სხვისასა, რად ამიშალე გრძნობები, რად არ მიბრალებ ციცქნასა....? მეც ისეთ მახეს დაგიგებ....დაგიგებ....შენს თავს ვფიცავარ... თავბრუს დაგახვევ ალერსით...გიცეკვებ შეშლილ ცეკვასა......

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.