Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog
 ახლა შემოდგომის ქარებს გულში დაუდიათ ბინა, ყველა უშენობა მაზრობს ყველა უშენობა მყინავს, სივრცით გამიჯნულა სული, ფიქრებს ვერ ვუკეთებ ლაგამს, შენი მონატრება კრული თვალებს ცრემლებიანს აბამს გზაზე, საიდანაც გელი, როგორ დამაჩვიე ლოდინს. ახლაა მოთმენა ძნელი, თორემ ყველაფერი მოდის მასთან თავის დროზე, ვისაც თმენა შეუძლია დიდი, ჩემთან რა მოვიდეს, როცა ჩემგან უფრო მეტად მიდის ყველა, ვერც მე ვგუობ ასეთს თავს და მემეტება განცდა- მარტოობის, თმენის, მინდა ტკივილისგან დაცლა. მყინავს ყველა ძარღვში, სადაც შენი მონატრება ფეთქავს, ყველა მოგონება მამტვრევს ვერ დაველოდები მეტ ხანს, შენი ჩახუტების სურვილს ვეღარ ავუდივარ მცივა. ასე უშენობა მახრჩობს, ასე უშნობა მწირავს მტკივა მონატრება შენი, ჩემი უშენობა მტკივა...

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline natalia777
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.