Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog
გრძნობებს მოგაყრი ლექსების სეტყვად, მარგალიტებად გულზე დაგკიდებ... გუშინ მინდოდა, რაღაც რომ მეთქვა... სიტყვა ვერ მეყო...ვერ გაგიმხილე... მერე ფუნჯებით ვეცადე ხატვას... ფერი ვერ ვნახე...ვერ შეგაფერე... გულით მინდოდა ცაზე მექარგა გრძნობა შეშლილი...რომ ვერ ვაჩერე... მხოლოდ ფიქრებით გხატავდი გუშინ და ჩემს სანატრელს ლექსიც ვერ გწერე... ამიყვავილე ყინვაში ნუში... ცის სარტყლის ფერებს შორის დაგძერწე.... დღეს...სიყვარულს გაყრი ლექსების სეტყვად... დამუნჯებული გული ამღერე... ჰოო...რაღაც მსურდა, რომ შენთვის მეთქვა, მაგრამ რა ვიცი...ვეღარ გავბედე.... წვიმამ სარკმლიდან წვეთით მაკოცა.. ბაგე საოცრად დასველებოდა... ნეტა იმდენ ხანს მაინც მაცოცხლა, ზეცას გრძნობების ხატვა მცალოდა.... გუშინ მინდოდა, რაღაც რომ მეთქვა... გუშინ მინდოდა, სიტყვაც არ მეთქვა... მედუმალა და დუმილით მეთქვა ის, რაც სიტყვებმა ვერა და ვერ თქვა.... გრძნობებს მოგაყრი ლექსების სეტყვად, მერე ფუნჯებით ვეცდები ხატვას... გუშინ მინდოდა, რაღაც რომ მეთქვა... ცაზე დაგხატავთ შენ და ჩემს ნატვრას.... ვერ ვთქვი...ვერც ვხატე...წამედუმილე... რა უნდა მექნა?........

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline natalia777
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.