Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog
 გავჩუმდეთ...თვალებში წამიკითხე... იცი რაა?..მოდი, გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთ დღეს, მხოლოდ თვალებში ჩაგხედავ და მე წამიკითხე შენ. დღეს ჩემში იხმაურებს მხოლოდ დუმილი და თვალებს ვერ დავმალავ, სველს. დუმილით სიყვარულზე მოგიყვები, სითბოთი მივედრები მზეს. იცი რაა?..თუ კი ძლიერი ხარ და თუ გრძნობაც გხვევს ხელს, მაშინ თვალებში შემომხედე, თვალებში წამიკითხე დღეს. მაისის წვიმასავით ცელქი, მთის წყაროსავით წმინდა, აგვისტოს მზესავით მწველი, მე ეს სიყვარული მხიბლავს. დღეს ჩუმად არის ბაგე, გული კი ზღვასავით ღელავს, თავი დამადე, ნახე, რა გამალებით ფეთქავს. ზამთარში დაგიკრეფ ვარდებს, ზქფხულში შენთან მოვალ ფიფქად, ნოემბერს ვაჩუქებ დარდებს, აპრილთან ვიცეკვო, მინდა. იცი რაა?...მოდი..გავჩუმდეთ, გულები ვახმაუროთ დღეს. შენ მხოლოდ თვალებში ჩამხედე, თვალებში წამიკითხე მე....

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.