Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gurgu blog

გესტაციური ასაკი-დროზე გათხოვდით 10 თვე დარჩა სკოლამდე

გესტაციური ასაკის (15 სექტემბრამდე), ბაღის ასაკის, სკოლის ასაკის, გარდატეხის ასაკის, სქესობრივი ასაკის .. განსაზღვრა “წლის დაკარგვა” “ის ბავშვები, რომლებიც ვთქვათ, 16 სექტემბერს ან 17 სექტემბერს ხდებიან 6 წლის, მათ შეუძლიათ მშობლის სურვილის შემთხვევაში, გააგრძელონ სააღმზრდელო პროცესი საბავშვო ბაგა–ბაღებში”, 6 წლამდე ბავშვის სკოლაში მიყვანის ინტერესი მშობლებს უფრო გაუმძაფრდათ მას შემდეგ, რაც ზოგადი განათლება 12 წლიანი გახდა.

რამდენად აუცილებელია პატარის ბაღში მიყვანა?

ბავშვის ბაღში მიყვანა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას, ვინც პირდაპირ სკოლაში მიდის, ბევრი პრობლემა ექმნება. სკოლაში ბევრად მკაცრი წესებია, ვიდრე ბაღში. სასურველია, რომ ბავშვი ჯერ ბაღის გარემოს შეეგუოს, რთულია, როცა პატარა არ არის მიჩვეული აკრძალვებს, დირექტივების შესრულებას და პირდაპირ სკოლაში ხვდება. სკოლის შეცვლის ძირითადი მოტივები და რეკომენდაციები ახალ გარემოსთან უმტკივნეულო ადაპტაციისათვის სკოლის შეცვლა ხშირად საცხოვრებელი სახლის შეცვლას მოჰყვება. ვინაიდან ახალი სახლი დიდი მანძილით არის დაშორებული ძველ სკოლას, მშობელი საჭიროდ მიიჩნევს, და არცთუ უსაფუძვლოდ, ბავშვის ახალ სკოლაში გადაყვანას. ზოგჯერ მშობელს ბავშვის ახალ სკოლაში გადაყვანა ცალკეული საგნების გაძლიერებული შესწავლისთვის სურს. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ბავშვის ცოდნას და უნარებს ამ დისციპლინაში, რათა მან ახალ გარემოში წარუმატებელი მოსწავლის სტატუსი არ დაიმკვიდროს. არის შემთხვევები, როდესაც მშობელს ბავშვისთვის სკოლის შეცვლის აუცილებლობის წინაშე აყენებს კონფლიქტური სიტუაცია. მასწავლებელთან ან თანაკლასელებთან წარმოშობილი კონფლიქტის მოგვარების საუკეთესო გზად ზოგჯერ ბავშვის სხვა სკოლაში გადაყვანა მიიჩნევა. ოღონდ ეს უკანასკნელი ნაბიჯი უნდა იყოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავდგათ, თუ ყველა სხვა ხერხი ამაო აღმოჩნდა. თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დავეხმაროთ ბავშვს, თავი გაართვას ცხოვრების ახალ პირობებს. ბევრ მშობელს ჰგონია, რომ ახალ სკოლაში, ახალ გარემოში ბავშვი აღარ შეეჯახება იმ სირთულეებს, რაც ძველ სკოლაში ჰქონდა, სწავლას მოუმატებს და ქცევაც შეეცვლება. ამას რომ მიაღწიონ, მშობლებმა შვილთან სერიოზული სამუშაო უნდა გასწიონ.

სკოლის შეცვლა მოსწავლეს არ ცვლის – იცვლება მხოლოდ გარემო, და თუ ბავშვის ქცევის მოდელი ადრინდელი დარჩა, უთანხმოება, დიდი ალბათობით, ახალ სკოლაშიც იჩენს თავს. ამიტომ უნდა დავეხმაროთ მას პრობლემის მიზეზის პოვნაში, მის გაცნობიერებასა და გაანალიზებაში. სასურველია, ბავშვმა მშობლებისგან წინასწარ მიიღოს ინფორმაცია სკოლის შეცვლის აუცილებლობისა და მოტივების, ასევე – ახალ სკოლაში გადასვლასთან დაკავშირებული სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების შესახებ. დავეხმაროთ ბავშვს ძველ მეგობრებთან ურთიერთობსი შენარჩუნებაში. დავანახოთ ის დადებითი მხარე, რაც ახალ სკოლაში სწავლას ექნება. დავეხმაროთ, ახალ სკოლაშიც იპოვოს ადგილი თანატოლთა წრეში. გავითვალისწინოთ, რომ იქ მას დახვდება უკვე ჩამოყალიბებული ჯგუფი, რომელში თავის დამკვიდრებაც ადვილი არ იქნება. სასურველია, ახალ მასწავლებლებს მივაწოდოთ ინფორმაცია ჩვენი შვილის თავისებურებების, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. ეს პედაგოგს დიდ დახმარებას გაუწევს ბავშვთან სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. მოსწავლის ესა თუ ის თვისება მაინც ვერ დაიმალება, წინასწარ ინფორმირებული მასწავლებელი კი უფრო ადვილად მოახერხებს სირთულეების თავიდან აცილებას. არის შემთხვევები, როცა ძველ სკოლაში ბავშვი ისეთ კლასში სწავლობდა, სადაც ადვილად იღებდა მაღალ ქულებს, ახალ გარემოში კი მას უჭირს სასურველი შეფასების მიღება. ამ შემთხვევაში ყველაფერი ვიღონოთ, რომ ბავშვმა არ დაკარგოს საკუთარი თავის რწმენა და სასწავლო მოტივაცია არ დაუქვეითდეს. აღვნიშნოთ და სათანადოდ დავაფასოთ მისი ყოველი მცდელობა და წარმატება. თუ საჭირო გახდა, დამატებითი მეცადინეობებითაც დავეხმაროთ. ერთხანს ნუ დავტვირთავთ არასასკოლო მეცადინეობებით – წრეებით, სპორტული სექციებით. ბავშვის თანდასწრებით ნუ განვიხილავთ ძველი და ახალი სკოლების ღირსებებს, ნაკლოვანებებს, პედაგოგებს, სასკოლო პროგრამებს. ნება დართეთ შვილს, სტუმრად მოიწვიოს ახალი თანაკლასელები, დაეხმარეთ მეგობრების შეძენაში. გაითვალისწინეთ, რომ არ არსებობს ახალ გარემოსთან ადაპტაციის მკაფიოდ განსაზღვრული ვადა. სხვადასხვა ბავშვი სხვადასხვანაირად გადის ამ პერიოდს. საკუთარ თავში დაურწმუნებელ და მშფოთვარე ბავშვებს უფრო მეტი დრო სჭირდებათ ახალ სკოლასთან შესაგუებლად, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2017 Face.ge - all rights reserved.