Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gurgu blog

სხეულის ენა

სხეულის ენის ტექნიკის კარგად ფლობა ასევე დიდ როლს თამაშობს ტყუილის გამოაშკარავებაში. ამ ტექნიკას იყენებენ პოლიციაში, სასამართლო ფსიქოლოგები, უსაფრთხოების ექსპერტები და სხვა გამომძიებლები. ამის ცოდნა ასევე სასარგებლოა მენეჯერებისთვის, დამსაქმებლებისთვის რათა თავიდან აიცილონ თაღლითობა და შეცდომები.


სხეულის ენამ ხუთი ტიპის ფუნქცია სეიძლება შეასრულოს. ეს ტიპებია:
ემბლემები – სიტყვების ნაცვლად იხმარება. მაგ: თავის დაქნევა “კი”-ს წარმოთქმის ნაცვლად.


ილუსტრატორები – ახდენს წარმოთქმული სიტყვების ილუსტრაციას. მაგ: მარჯვენა ხელის მოძრაობა გარედან სხეულისაკენ ახდენს სიტყვა “წავედით” ილუსტრაციას.


გრძნობის მაჩვენებლები – სახის მეშვეობით ხდება სიხარულისა და მწუხარების, გაოცებისა და ინტერესის გამოხატვა.


რეგულატორები – მოსაუბრის მეტყველებას აკონტროლებს. მოსმენისას ჩვენ თავს ვაქნევთ მოსაუბრეს მზერას ვაპყრობთ, სხვადასხვა ხმებს გამოვცემთ. რეგულატორები მოსაუბრეს მიანიშნებენ გვსურს თუ არა კიდევ რამის გაგება თუ მიგვაჩნია რომ თემა ამოწურულია.


ადაპტორები - ჩვეულებრივ ადამიანის რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ემსახურება. ხშირად ისენი ავტომატურად, გაუცნობიერებლად მიმდინარეობენ. მაგ: ნაკბენის მოფხანა, უსიამოვნო პირის მოახლოებისას მკლავების მკერდზე გადაჯვარედინება, მოსმენისას ფანქრის ღეჭვა და სხვა.



ის, რისი ცოდნაც სასრგებოლოა


1.სწრაფი მეტყველების დროს _ იზრდება ნათქვამის შინაარსის ზეგავლენა ადამიანზე და ამ შემთხვევაში ნათქვამი უფრო სარწმუნო ხდება.


2.საათზე ყურება და საკუთარი ფრჩხილების შემომება – ეს მოწყენის აშკარა ნიშანია. არასოდეს დახედოთ საათს, როდესაც ვინმეს ესაუბრებით. ასევე, თავი აარიდეთ ფრჩხილებზე ყურებასაც.


3.თვალების დავიწროვება _ თუ გინდათ, რომ ვინმეს აგრძნობინოთ, რომ არ მოგწონთ ის ან მისი იდეა, თვალები დაავიროვეთ მისი ყურებისას. ოდნავი თვალების დავიწროვება ინსტიქტური, უნივერსალური გამომეტყველებაა ბრაზის გამოსახატად ცხოველთა სამყაროს სხვადასხვა სახეობებში (ვეფხვი, ძაღლი და ა.შ.) ზოგიერთი ადამიანი შეცდომით თვალებს ავიწროვებს საუბრისას იმის საჩვენებლად, რომ ფიქრობს. ნუ შეიყვანთ ადამიანებს შეცდომაში, ნუ დაავიწროვებთ თვალებს.


4.მზერა _ მიღებულია, რომ მზერა 3 წამი, ურთიერტ თვალებში ყურება კი 1.20 წამი უნდა გრძელდებოდეს. Aამ ნორმებზე ხანმოკლე მზერა ინტერესის არ ქონად, ხოლო უფრო ხანგრძლივი, ზედმეტი ყურადღების გამოხატულებად აღიქმება.


5.თავის ორიენტაცია _ მაღლა აწეული თავი წინ წამოწეული ნიკაპით, თვითრწმენას, სიმამაცესა და შეუპოვრობაზე მეტყველებს. გვერდზე გადახრილი თავი მორჩილებასა და დაქვემდებარებაზე მიუთითებს. წინ დახრილი თავი უარყოფითი და აგრესიულ დამოკიდებულებაზე.


6.სახის შეხება საუბრისას – სახის შეხება, და განსაკუთრებით ცხვირისა, ჩვეულებრივ ტყუილის ნიშნად აღიქმება. პირის ხელით გადაფარვაც ტყუილის გადასაფარი ბუნებრივი ჟესტიკულაციაა. შაუბრისას ყოველთვის შორს გეჭიროთ ხელები სახისგან.


7.ყალბი ღიმილი – ესეც ტყუილის ნიშანია. ბუნებრივი ღიმილი თვალის კუთხეებს ანაოჭებსდა მთელი სახის გამომეტყველებას ცვლის. ყალბ ღიმილში მხოლოდ პირი და ტუჩებია ჩართული. ამ ორის გარჩევა ძალიან ადვილია. ნუ დააძალებთ საკუთარ თავს გაღიმებას . . . თუ ეს კამერისთვის არ გჭირდებათ.


8.ხელების თავქვეშ ან თეძოებზე მოთავსება – ჩვეულებრივ აღიქმება, როგორც ამპარტავნების ნიშანი. მხოლოდ ახლობლებთან შეიძლება ამგვარი ხელის მოძრაობის გამოყენება. სიარულისას ხელების უკან დაწყობას ძირითადად კაცები მიმართავენ და თავის ძალაუფლებას მიანიშნებენ.


9.გადაჯვარედინებული ფეხებით დგომა _ საკუთარ თავში დაურწმუნებლობის და დაბნეულობის ნიშანია. ჯდომისას ფეხების გადაჯვარედინება საკუთარ თავში ჩაკეტვაზე და უსაფრთხოების სურვილის არ ქონაზე მიუთითებს.


10.კეფის და კისრის მოფხანა – ეს ეჭვის და დაუწმუნებლობის ტიპიური ნიშანია. ასევე ეს შეიძლება მიიღონ, როგორც ტყუილის ნიშანი. შეეცადეთ საუბრისას ხელები თავისგან შორს გეჭიროთ.


11.ძალიან ახლოს დოგმა – ეს ადამიანებს დისცომფორტს აგრძნობინებს. ადამიანები თავის საკუთარ სივრცედ აღიქვავენ დაახლოვებით 1.20მ სივრცეს სხეულის გარშემო. ამ სივრცის დარღვევა მხოლოდ ახლო მეგობრების და ინტიმური პარტნიორების შემთხვევაში შეიძლება.


12.მოლაპარაკებისას _ მოსაუბრის მარცხენა მხარეს ჯდომა ზრდის მომლაპარაკებლის მიერ წარმატების მიღწევის ალბათობას. Pპირისპირ ჯდომა უფრო შეჯიბრის და კონფრონტაციის ანუ წინააღმდეგობის მაჩვენებელია.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.