Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ninikonaaaaaaaa blog

სიფერადე...

ჩემი სამყარო აი იმ ფერია მე , რომ ძალიან მიყვარს... წარმოიდგინე იასამნისფერი ,ხან კიდე ვარდისფერი სათვალიდან დანახული დილა.. მზისფერი სხივები თბილი მზესავით იბნევიან შენი წამწამებით და მორცხვად ცდილობენ ძილისგან გიხსნან.. ზაფხულში უფრო, რა შედარებაა ივლსის და აგვისტოს მზის სხივების სასიამოვნოდ სითავხედე დეკემბრის თვესთან, არც კი გეკითხება დილაობით შენს თვალებს ისე აკითხავს.. ახელ თვალს ჯერ ერთს, აი შემოიჭვრიტინებს მზისფერი ფერი და ეგრევე მეორე თვალიც მიყვება , რომ უფრო კარგად დაინახოს აი ის სამყარო , რომელიც ზუსტად იმ ფერისაა რომელიც მიყვარს... პირველი დილით მზის შემდეგ ჩემს თავს ვხედავ სარკეში , რაღაცნაირად მეცინება ხოლმე თმა ხან მარცხნივ ან ხან მარჯვნივ გადმოყრილი, თვალები და ტუჩები ძილისგან ოდნავ შესიებული და სასაცილოდ დაჭყეტილი ჩემი თვალები ახალი ფერადი დღის გათენებას ზეიმობს... მერე იწყება წამი სიჩქარისა , როგორც ყოველთვის სარკესთან განშორება რთული თემაა და სულ ამის გამო ვაგვიანებ.. არასდროს მყვარებია დაგვიანება თუმცა ვახერხებ..მიხდება კიდეც ოღონდ ხანდახან , სულ არა :) საოცარი წამებით იწყება დღე როცა თოლიები ზღვის ტალღებს აწვალებენ , როცა მზე ღრუბელს ხელს ჰკრავს და უფრო ამაყად შემომანათებს თვალებში , მაგრძნობინებს რომ ის აქ არის და მარტო არ ვარ.. მთელი სხეული ივსება სითბოთი , ორგანიზმში იფანტება მზის სხივები და აი ისიც , წამწამებიდან ისამნისფერ ფერად შემონათებულ დღეს რაღაცნაირად იცი , თითქოს ვარდისფრად ვგრძნობ.. ვარდისფერი სათვალისგან შეშინებული ხშირად ვამოწმებ ხოლმე ხო ნამდვილად რეალობაა ირგვლივ რაც ხდება , თუმცა რამდენად ობიექტურობა შემიძლია ამ დროს ვერ გეტყვი.. იმდენად რთულია იყო ძლიერი როცა სუსტი ხარ , რამდენადაც ვარ :)) როგორი რთულია ამ სამყაროში იმ ადამიანებთან ერთად ვინც ისე მარტივად გაგიშვებს ხელს , როგორც გაგიშვა და იმაზე უფრო მეტად გაგაოცებს მისი სისუსტით ვიდრე ეს გაოცებაა.. და ისევ სარკეთან ვიყურები ჩემს თვალებში ვუსვამ ბევრ კითხვას და ყველა მათგანი იწყება ერთი სიტყვით -რატომ... ყველა მცდელობა იმისთვის , რომ ვერ დაინახონ ჩემს თვალებში ის რასაც ბედნიერება ჰქვია.. მაგრამ ვახერხებ, მიუხედავად ამ ყველაფრისა ბევრი ბედნიერი წამი არსებობს.. თეთრი გვირილები.. ზღვა და მზე.. იასამანი.. და ის ფერები , რომელიც იმდენდ ბევრია ჩემში , რამდენადაც სხივები მზეში :)) როგორც არ უნდა ეცადონ მე ხომ მაინც ჩემი ფერით დავინახავ ჩემს სამყაროს.. ერთი დღე იის, მერე მზის ან ვარდისფერად.. შენ ალბათ ვერასოდეს დაინახავ ჩემს სამყაროს , იმიტომ რომ ის მხოლოდ ჩემია..ფერადია.. მე კიდევ არასოდეს მიზიდავდა დალტონიკები.. უბრალოდ თავიდან ვერ მივხვდი , რომ ვერ არჩევდი შენ ჩემს ფერებს და ჯიუტად ვცდილობდი დაგენახა ისინი.. ხო მაპატიებ ამ სიჯიუტეს?!

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

dima88 (29)
*KISSED*
#1, 12.01.2018 - 00:46
 

User
offline ninikonaaaaaaaa (28)
საქართველო, აჭარა, ბათუმი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.