Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
batumura blog
მას არასოდეს უთქვამს მისთვის მიყვარხარ, ალბათ იმიტომ რომ (მაგიტომ) არ თვლიდა საჭიროდ და იმიტომ.......

არა.........
კი უყვარდა, მაგრამ არა ისე, არა იმდენად რომ სიტყვით ენუგეშებინა მის წინ მოლოდინით მოცახცახე მთრთოლვარე სხეული , რომელსაც თავადვე გრძნობდა რომ სულით და გულით გაერთიანებული და დაკავშირებული იყო მის ყოველ ფარულ ამოსუნთქვასთან.
გრძნობს ამას (მამაკაცი) მაგრამ................................
არ აღიარების ბრძოლაშია, ფიქრობს მხოლოდ თავის თავზე.
რა თქმა უნდა ის ხომ ტიპიური ეგოისტია, იცის რომ ქალი უპირობოდაა მასზე შეყვარებული.
ქალი ხომ სულელი, ერთგული, და ერთი შტერი არსებაა მისთვის.
ქალი
ეხლაც კი ამაოდ ეკითხება - გიყვარვარო?
ის კი დუმს მედიდური, ფესვებ(გადგმული) მედიდური მუხასავით.
ერთხელ, მხოლოდ ერთხელ დასცდა კაცის ბაგეს მის მიმართ სიტყვა( მიყვარხარ) , ისიც სექსის დროს.
ქალმა ეს არაფრად ჩააგდო, რადგან ამ კონკრეტულ მდგომარეობაში ყველა კაცი შეყვარებულია ქალზე , ამ დროს კაცს ჭკუა არ მოეკითხება, ენას კი ძვალი არა აქვს............

ქალი მისმა საუკეთესო მეგობარმა ანუგეშა და უთხრა,
-არ იყო მოწყენილი შობის წინა ღამეს , მარტო ყოფნა არის გზააბნეულ ფიქრთა ნავსაყუდელი, შემოუშვი თამამად შენი სიმარტოვე შენში და გაალამაზე ის.

მეგობრის სიტყვები (ალილუიასავით) ჩაესმის ყურში ........
შტერი ქალი იყიდის წითელ მშრალ ღვინოს, შოკოლადს, სურნელოვან სანთელს, შევა სახლში, მოისვრის ტანისამოსს, დაჯდება სარკის წინ სულ( მთლად) შიშველი და დაიწყებს ღვინის წრუპვას , შემდეგ საკუთარი შიშველი სხეულის თვალიერებას.
ის თავიდან იბადება ფიქრებში (დედისშობილა).
ეხლა შედის სკოლაში, მამა ბაფთებს ყიდულობს მისთვის, შემდეგ ცოტა უფრო გვიან , ის ამთავრებს უმაღლეს სასწავლებელს.....
- მერე?
- მერე.............................

გარეთ გალას (იასამნის ფერი) თოვლი თოვს.
ქალი არ ეწევა, უბრალოდ ღვინოს წრუპავს და ფიქრობს, როგორ დაგეგმოს მომავალი სწორედ იმ ეგოისტი კაცის გარეშე, რომელიც ცხოვრებას ძალით ულამაზებს.
ის მისი სიძლიერე და სისუსტეა .
მაგრამ კაცსაც ხომ უყვარს ის, ძალიან უყვარს მაგრამ ამის შესახებ ჯერ არ იცის,
კაცმა ძალით არ იცის,
როცა გაიგებს,
როდესაც საბოლოოდ იგრძნობს დანაკლის, მიხვდება რომ ქალი ეშმაკებთან საომრად მარტო არ უნდა დაეტოვა.
არც ქარის წისქვილებთან არ უნდა მიეტოვებინა (დონ კიხოტივით).
ყოველდღე უნდა შეევსო მისი ქალური ბედნიერების ქრომოსომები.

აქ კი ქალი წრუპავს ღვინოს, მის სხეულში ჭკნობას იწყებენ ყვავილები.
პრინციპში
უკვე დაჭკნენ და ნეშომპალადაც იქცნენ.
მის წინაშე იშლება ის ნაკვალევი ,რომელიც (წრეზე) ატარებდა ვითომ ნამთვრალევს.

ამ წელს (ქალი)შეიცვლის რჯულს, თმის ფერს,
შეიცვლის ჩაცმის სტილს ,გაიკეთებს ახალ სათვალეს და დაიწყებს იმის შენებას რაც წლების წინ წარმოუდგენელ, თამამ სიზმრად მიაჩნდა. დაიწყებს საკუთარი ოცნების შენებას .
დრო( და )დრო გაახსენდება ის რომ მას, (კაცს) მისთვის არასოდეს უთქვამს მისთვის ნანატრი სიტყვა (მიყვარხარ)!!!
მხოლოდ ერთხელ, ისიც სექსის დროს. ამ დროს კი ყველა კაცი რიგით ქალზეა შეყვარებული,- ენას კი ძვალი არ ააქვს.
სულელი ქალი აღარ შეცურავს იმ მდინარეში სადაც კალმახები არ დაცურავენ.
იქ სადაც არ და ვერ იკვებება მისი (დემონი)........

აქ კი მამაკაცი,საჭეს მშვიდად ატარებს და ფიქრადაც კი არ (ვერ) წარმოუდგენია რა ცვლილებების ქარტეხილი ელოდება მას და მის არაამქვეყნიურ, ვერან ეგოს.

ქალს ის მაინც მოსაკითხი ეყოლება, მაგრამ დღეს არა,
არც უახლოეს მომავალში.
მოსაკითხი ეყოლება -არა მონატრებით.
(დიდი ბრძოლის მიუხედავად ისევ მონატრებით)........
(ვითომ, ვითომ............)
უბრალოდ იმიტომ რომ სხვანაირად, კარგად არის აღზრდილი.
მოსაკითხი ეყოლება, უბრალოდ ისე ...............ეტიკეტის დაცვით............

ამ ყველაფრის გათვალისწინებით
ქალი მასზე ყოველთვის იქნება შეყვარებული, რაც არ უნდა მოხდეს. ქვეცნობიერად მოყვება სიშტერე და უშუალობა რაც გამოარჩევს მას სხვა დანარჩენი ჭკვიანი ქალებისგან. ..................ეს კი მისი სისუსტე ან სიძლიერეა
თავად განსაჯეთ........................................

მე მხოლოდ მრავალ წერტილს დავსვამ.


Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline
offline batumura (28)
საქართველო, აჭარა



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.