Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gabosaba blog

ემიგრანტებს დედა

მენატრები იცი როგორ მენატრები
ვკვდები სულის იარები მეწვის
უცხო ქვეყნის მიწაზე ვარ მაგრამ ყურში
ისევ შენი გულის ფეთქვა მესმის

როგორ მტკივა როგორ მჩაგრავს სიმარტოვე
როგორ ჩუმად გიბერდება დედა
შრომა ისე არ მიმძიმებს გულს და სხეულს
როგორც შენი მონატრების სევდა

შენც ხომ ბევრჯერ გაგიჭირდა უჩემობა
ვერ ვიყავი მოზიარე დარდის
ერთად ყოფნის სიხარულის მოლოდინში
ჯიუტობს და დროც ნელნელა გადის

ნუ მიდარდებ დავბრუნდები წლების მერე
მძიმე შრომიტ მოქანცული ქალი
არც მე ვდარდობ უფრო მეტიც ამაყი ვარ
რადგან დედის მოვიხადე ვალი...........

Tags:

 
Interesting
positive votes: 4  |  negative votes: 0

Write comment:

gabosaba (33)
რათქმა უნდა დიდი სევდაა და ვინც იცის მშობლის ფასი და ღვაწლი ისაც კარგად იცის თუ როგორი დაფასება ჭირდება მას
#4, 09.02.2018 - 10:43
sofiaa1994 (23)
წამიკითხავს წერილები, რომ შვილები ასეთ შრომას ვალად არ უთვლიან მშობლებს.
დიდი სევდაა მსგავსი სიშორე
#3, 08.02.2018 - 23:40
gabosaba (33)
ნამდვილად გულისამაჩუყებელი
#2, 07.02.2018 - 14:10
ngogadze (64)
კარგი ლექსია
#1, 07.02.2018 - 14:08
 

User
offline gabosaba (33)
საქართველო, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა



Blogs: tags
Entries archive
© 2018 Face.ge - all rights reserved.