Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
gurgu blog

როგორ შევცვალოთ არასწორი ადამიანის შეყვარების ჩვევა?

როგორ შევცვალოთ არასწორი მამაკაცის შეყვარების ჩვევა?

ყველა მამაკაცი რომ ერთნაირია, რაღაც თვალსაზრისით სულაც არ არის მითი, თუ სტერეოტიპი. ბევრი გოგო ხშირად მთელი ცხოვრების მანძილზე ერთი და იგივე ტიპის მამაკაცს ირჩევს. ისინი მართლაც ერთნაირები არიან. რატომ უშვებთ ერთსა და იმავე შეცდომას ყოველთვის და რატომ ჰგავს თქვენი ყოფილი ახლანდელს, ორივე ერთად კი პირველ სიყვარულს? ამის მიზეზი თურმე ბავშვობის შთაბეჭდილებაში იმალება. აღმოჩნდა, რომ გოგონები თავიანთ რომანებს მშობლების ურთიერთობის მსგავსად აწყობენ. დედ-მამის ურთიერთობა ის მოდელია, რომლის მიხედვითაც ბავშვობის შთაბეჭდილებაში დარჩენილი ქალები თავის ურთიერთობებს აწყობენ. როგორ გავთავისუფლდეთ ამ მავნე ჩვევისგან და შევძლოთ ნამდვილი სიყვარულის პოვნა? ამაზე აღნიშნულ სტატიაში მოგითხრობთ.


საფეხურები

1 პირველი და ყველაზე მთავარი

ნუ ეძახით ამას სიყვარულს. გამოუტყდით საკუთარ თავს, რომ სიყვარულს ამ დრომდე ნერვოზს ეძახდით. შეცვალეთ ფრაზა "ისევ არასწორი კაცი შემიყვარდა" ფრაზით "ისევ გავები, ისევ დამოკიდებული გავხდი". აღიარეთ, რომ თქვენ როგორც ნარკომანი ეძებთ დოზებს – თქვენი დოზა კი უარყოფითი განცდებია. მას შემდეგ რაც აღიარებთ, 50% წარმატებისა უკვე მიღწეულია.

2 მეორე ეტაპი

აუკრძალეთ საკუთარ თავს გრძნობების აყოლა. ისინი თქვენ გატყუებენ და სიკეთისკენ არ მიყავხართ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გინდათ სასწრაფოდ გადაურეკოთ ბიჭს, რომელიც მოგეწონათ, ნუ გააკეთებთ ამას. ეს თქვენ არ გინდათ დარეკვა, თქვენს ნერვოზს უნდა.

3 მესამე ეტაპი

დაიწყეთ იძულებითი ყურადღების მიქცევა სხვა მამაკაცების მიმართ. იმას არ ვამბობთ, რომ რომანი გააბათ საზიზღარ ტიპთან. უბრალოდ შეარჩიეთ ტიპი, რომელიც თქვენი მოდელისგან განსხვავდება. შეხედეთ იმათ, ვისაც ადრე არ უყურებდით. მოძებნეთ კარგი თვისებები მასში, ვისაც ვერ ამჩნევდით. თავიდან მაინც ჩვეულ ტიპებს აირჩევთ, მაგრამ ნელ–ნელა გამოასწორებთ შეცდომას. როგორც კი პირველი კონფლიქტი, პირველი უკმაყოფილება გაჩნდება და მიხვდებით, რომ "რაღაც ისე ვერ არის", მაშინვე გაწყვიტეთ ურთიერთობა. ამ პროცესში თქვენი ლიბიდოც კი შეიცვლება.

4 მთავარი კითხვა: როგორ გავიგოთ, რომ ნორმალურია?

პასუხი მარტივია. როცა მიხვდებით, რომ თქვენ არ განიცდით; დათრგუნული არ ხართ ამ ურთიერთობაში; კომფორტულად ხართ და სასიამოვნოდ, რომ ეს ურთიერთობა არ მოითხოვს თქვენგან ძალისხმევას, თქვენ არ მუშაობთ ამ ურთიერთობაზე და არ ჩნდება პრობლემები, ე.ი. ეს ის არის.


არასერიოზული სია, თუ რას ფიქრობენ ქალები მამაკაცებზე და რა კატეგორიებად ჰყოფენ.

კაცები კატეგორიების მიხედვით — ამ ჩამონათვალმა ინტერნეტ-სივრცეში უცხოეთში დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. რას ფიქრობენ ქალები მამაკაცებზე?

არასერიოზული სია:

კაცი-პრინცესა — კიდებს ყურმილს, შეჰყავხარ „შავ სიაში“ და ელოდება, როდის ინადირებენ ქალები მასზე;

კაცი-ბუღალტერი — ჰგონია, რომ მხოლოდ მისი ფული გინდა და ყველა ქალი გამყიდველი „ძუკნაა“;

გპირდება, გპირდება... მაგრამ არაფერს ასრულებს

კაცი-შედარება — ყოველთვის თავის ყოფილს გადარებს — აი, ჩემი ყოფილი… გძინავს, როგორც ჩემს ყოფილს… ჭამ, როგორც ჩემი ყოფილი…;

კაცი-დაპირება — გპირდება, გპირდება… მაგრამ არაფერს ასრულებს;

კაცი-აორთქლდა – გეუბნება: „ძალიან ლამაზი ხარ, ძალიან მშვენიერი ხარ, ცოლად უნდა მოგიყვანო“, მაგრამ შემდეგ ისეთ სახეს იღებს, თითქოს პირველად გხედავს;

კაცი-ნარცისი — თვალს ვერ წყვეტს თავის ანარეკლს სარკეში და მზადაა მას ხელები დაუკოცნოს;

კაცი-ძიება — თითქოს მუდამ საკუთარი თავის ძიებაშია, მაგრამ მისი მოქმედება დივანზე მხართეძოზე წამოგორებას არ სცილდება;

თითქოს მუდამ საკუთარი თავის ძიებაშია, მაგრამ მისი მოქმედება დივანზე მხართეძოზე წამოგორებას არ სცილდება

კაცი-ინტერნეტი — რომელსაც ქალი ახლოს არ უნახავს, მაგრამ ფოტოები ნახა ინტერნეტში და ამიტომ „მის მსოფლიო“ უნდა მიართვათ;

კაცი-კახპა — სექსი სხვა ქალთან ღალატი კი არა, ჯანმრთელი მამაკაცის ნორმალური საქციელია.


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.