Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
batumura blog

უბრალოდ

ეხლა რომ უბრალოდ აქ ყოფილიყავი ვინატრებდი რომ გვეცეკვა!

არა რომელიმე კონკრეტული ცეკვა, უბრალოდ ისე, გამომიწოდებდი ხელს ...............მეც ჩემს ხელს დავახვედრებდი შენს თითებს და უბრალოდ დავტრიალდებოდი. ალბათ ორჯერ, ან იქნებ სამჯერაც. თვალებს დავხუჭავდი და წარმოვიდგენდი იმას რაც არ ყოფილა, რადგან ჩემში უფრო მეტი ოცნება და ირეალობა სუფევს სასიცოცხლო მნიშვნელობის დასადასტურებლად, დასამტკიცებლად ვიდრე ( ეს ) ფარჩაკი რეალობაა.
რადგან ჩემში ჩემს ოცნებაშია შეყუჟებული ის ფარული ნებისყოფის ხერხემალი, რომელსაც სხვები ასე გამალებით ტოტებივით ტეხენ, ფცქვნიან, დაეძებენ , ისევ ქექავენ, ეჭვობენ და ვერ პოულობენ.................
რას იპოვნიან? ჩემს ნავსაყუდელს? - ვეჭვობ: მას არც ფორმა აქვს, არც ფერი, არც სილუეტი ...............
მე მდიდარი ვარ ორი ფერის ჩურჩულისა და გაბუტული ფიქრების სმენით.
არავისთვის რჩევა არ მიკითხავს ისე ჩავბერე სული, გავაცოცხლე წითელი და ლურჯი. ზღაპარი, რომლის რეალობა ირიალობაა, ზოგისთვის კი პირიქით . ...........
წამები აჩქარებს,
წუთები ცოტათი ანელებს,
დღეები კი დროს ქმნის- დრო კი ყველაფერს აბალანსებს.
ყველა რეალობას ერთი პატარა ირეალური მარცვალი ქმნის ასე იქმნება ჭეშმარიტებისაკენ სავალი გზაც.
აი ასე........................
მინდა დღეს უბრალოდ კედლები მოვხატო ორი ფერით, ასეც გავაკეთებ, მაგრამ თუ შემთხვევით ეს ორი ფერი ერთმანეთში აირევა მივიღებ დაუგეგმავ იისფერს.
დაუგეგმავი ჩემთვის მადლიანი, სუფთა და ახალია, ის შეცნობადია , რომელიც თავიდან ბოლომდე შენია, თითქოს გემძიმება და შენი არ არის, მაგრამ სწორედ ის არის თავიდან ბოლომდე შენი. მე არ მეშინია დაუგეგმავი იისფერი ნათების, რომელიც ზემოდან იისფერი (გალას ) თოვლის წყებად მოდის.
არის გზა, არის ნელი თამაში
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო(გალა)
მხოლოდ სიმარტოვეში თუ შიცნობ შენს ჭეშმარიტ თავს, მხოლოდ სიმარტოვეში თუ იგრძნობ იდუმალ, ულევ ძალას.
თოვს........ მინდა დავინახო ყოველი ფიფქი მართლა ისეთი ფორმისაა როგორც ზღაპრულ ნახატ ფილმებშია დახატული თუ აქაც მომატყუეს. მინდა თოვლის ფიფქებს ენა გამოვუყო ქვემოდან ზემოთ.
მინდა თოვლი შევჭამო, შევიცნობ პატარ პატარა ჭეშმარიტ საიდმლოებებს და გავეხვევი იისფერ მადლიან ნათებაში.
ვიღაცა იტყვის განზოგადოებულია და არაორდინალურია ეს ფიქრები, მაგრამ მე ვიტყვი. თუ პატარა ბავშვივით განზოგადებული ზღაპრის მორალი და არაორდინალური სიყვარულის არსებობა არ დაიჯერე ისე ვერ გაეხვევი იისფერი ნათების ფერებში. აქ ყველას ნავსაყუდელია, რომელსაც დიდი ძიების შემდეგ დამსახურებული პოვნაც უნდა.
ფერებში არეული ჩემი იისფერი ნავსაყუდელი ვიპოვე,
წითელი და ლურჯი ქმნის იისფერს. ამ ფერში საწყისია, როგორც ახალი ნათების, ახალი დღის, ახალი გზების, მრავალფერიანი ცისარტყელის.

ამბობენ თუ ერთხელ გაირბინე ცისარტყელის ქვეშ ბედნიერი იქნებიო............
ბედნიერი ხარ? ..........მეკითხები.
ბედნიერი ვარ!............გპასუხობ.

იისფერი...................................


Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

#1, 13.02.2018 - 09:24
 

User
offline
offline batumura (28)
საქართველო, აჭარა



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.