Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
ne-o-ni blog

ნარკომანია

რთულია ცხოვრება და უფრო ვართულებთ, როდესაც ჩვენს შორის მანკიერი ტვისებების მქონე ადამიანებს ვიტანთ, მეტიც ვახალისებთ მათ სულმდაბალ ქცევებს, რასაა რომ გაჰკივიან სასოწარფკვეთილი დიასახლისებივით, ჩემი სხეული მე მეკუთვნისო,ამათმა საქართველოს კანონები საერთოდ წაიკითხეს როდისმე? თვითმკვლელობის მცდელობა ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, მაშ ასე თუ მივუდგებით საკითხს, ყოველ წამლის ზედმეტ მოსვლაზე საავადმყოფოში მიყვანილებს უნდა აჯარიმებდნენ, ამ კანონის უგულებელყოფა რატომ ხდება?მეტიც ბარიგებს თავისუფლებაო, რავიცი საქართველოს რუსეთისაგან თავისუფლებაო მაგას არავინ გაჰკივის, რატომ?იმიტომ რომ იქ არავინ აფინანსებთ, იქ წამლის გასაღებით ფულს ვერ მოხვეტავენ, იქ ერის გადაგვარებას ვერ იქადაგებენ. ერის განადგურება და გახრწნა, ზუსტად ნარკოდამოკიდებულებას მოაქვს, როცა ადამიანი ადამიანს არ გაქვს, გამოდის თვაისი შინაგანიდან და უბრალოდ, ტიპიურ ცხოველს გავს მაქციასავით, რომელიც თუ არ მიიღებს წამალს, ყველაფერს იკადრებს, ამის გაფიქრებაზე, ერთი იაპონური მოთხრობა მახსენდება, თუ როგორ დაიმონა ოპიუმით მთელი სოფელი ერთმა ბობოლამ, იქაა ზუსტად აღწერილი, ადაიანები საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ რას აღარ კადრულობენ. ვუსმენ ამათ და რა განცდა მიჩნდება, იცით? ესენი გვწყევლიან, გადაშენდითო, სულ არ გვედარდება როგორი შთამომავალი ეყოლება ნარკომანსო, აბა რაა სული ხომ წარწყმედილი აქვთ დიდი ხანია და სხეულიც ხომ უნდა დაემსგავსოს მოსიარულე გვამს, საიდან აქვთ ამდენი გაქანება და სახსრები? ვხედავ და გაოცება მეხატება, 2-3 დღე მიტინგზე დგანან , აქციებს აწყობენ და სულ არ ედარდებათ ერთი სამუშაო დღე რომ დაკარგეს, აბა უბრალო გლეხი რას გამოვა აქციაზ, სულ რომ გულტან ახლოს მიჰქონდეს, ამქვეყნიური მწარე რეალობა, მერე პროტესტი აჭამოს იმ დღეს ოჯახს? ესენი კი, დგანან უდრტვინველად და თავიანთ ბოდვას გვახვევენ თავს, ვიმედოვნებ ღმერთი არ გაგვწირავს, კიდევაც დაიზრდებიან ალგეთს ლეკვები მგლისანი....

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.