Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natali36 blog
"ჩემნაირი ადამიანები ძალიან დიდხანს ითმენენ და მერე საბოლოოდ მიდიან..
ჩარლ..
დამიჯერე რომ მე შემიძლია ჩემი ხელებით აშენებული სასახლე, თავადვე დავანგრიო...
ეს მაშინ ხდება, როცა ვხვდები რა აბსურდში ვარ.
როცა ყველა კედელი თავად ვარ...
იცი? ადამიანი სიცოცხლეს რომ შეგაძლებინებს, ის აღარ უნდა მიატოვო..
ადამიანს გულს რომ მოუკლავ,
ფიზიკურად ცოცხალსაც აღარ უნდა
ტოვებდე ..
ბევრი აქსიომაა ჩარლ...
ბევრი მტკიცებულებები. ..
საკუთარ თავთან ბევრი ხელშეკრულებები....
ზოგჯერ თავად ვაწერთ საკუთარ უბედურებაზე ხელს....
ცხოვრება ბევრ კითხვას სვამს,
ჩვენ კი პასუხებს არასწორად ვაბრუნებთ...
არავინაა დამნაშავე...
ჩვენ ვართ ჩიხი...
ჩვენ ვართ ჭაობი...
როდესაც ვხედავთ როგორ იძირება ჩვენი ოცნებები,
იმის ძალაც არ გვაქვს საკუთარი ცხოვრება გამოვიტიროთ...
მე მაინც მჯერა,
ვარდისფერი ოცნებების...
ფერადი ბუშტების...
და ადამიანების კეთილი ნების....
ან იქნებ
მინდა მჯეროდეს,
ჩარლ..
რომ ნებით არ გვტკენენ...
ნებით არ მიდიან...
რაღაც აიძულებთ მათ,
რომ აღარ ვუყვარდეთ....
მე ვიცი, რომ
ჩემნაირი ადამიანები,
სამუდამოდ რჩებიან ან მიდიან.."

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

alexjakomo (42)
saintereso adamiani xar
#1, 24.10.2018 - 15:42
 

User
offline
offline natali36 (38)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2018 Face.ge - all rights reserved.