Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
katerina2 blog

მე და სამყარო

ადამიანები სიკვდილზე უფრო ადრეც კვდებიანო.......... სიმართლეს გავს, მთელი ღამეებივფიქრობდი ამაზე. ვფიქრობდი, მე როდის მოვკვდი? ან რამდენჯერ მოვკვდი სიკვდილზე უფრო ადრე?........ აღმოჩენილმა ფაქტმა გამაოცა, ძალიან ბევრჯერ.... პ.ს საინტერესო იქნება თქვენი აზრი ჩემთვის ამაზე....

Tags:

 
Interesting
positive votes: 3  |  negative votes: 0

Write comment:

ყოფით ცხოვრებაში სულიერად მკვდარად ის მოიაზრება, ვისაც არ აქვს საკუთარი რენომე, არ არის მიზანდასახული და მიცემულია ცხოვრების დინებას. ადამიანი იმდენჯერ კვდება, რამდენჯერაც ერთდროულად ხდება მასში ა)ცხოვრების სტიმულის დაკარგვა ბ) ხელს ჩაქნევა მომავალზე, გ) სრული პესიმიზმი, დ) უმოქმედობა (ოღონდ ერთდროულად ოთხივე)
#12, 13.11.2018 - 13:35
სულიერი სიკვდილის ორგვარ ფორმას განარჩევენ. რელიგიურს და ყოფითს.
ბიბლიის ენით სულიერი სიკვდილი ღმერთთან განშორებაა. „აცადე მკვდრებს თავიანთი მკვდრების დამარხვა“, აქ მოიაზრება ის ხალხი, რომლებიც ღვთისმგმობელები არიან, აუგად იხსენიებენ ეკლესიას და ისინიც, ვინც არ ზრუნავს საკუთარი სულის გადარჩენაზე. თქვენ წერთ, რომ „როდის მოვკვდი? ან რამდენჯერ მოვკვდი სიკვდილზე უფრო ადრე?“ ბიბლიის ენით პასუხია: „სწორედ იმდენჯერ, რამდენჯერაც მიატოვეთ ღმერთი და გაფლანგეთ მადლი“ მაგრამ ეს არ არის საბოლოო სიკვდილი.
#11, 13.11.2018 - 13:33
ადამიანები ხშირათ იყენებენ ბუნდოვან ცნებებს, რომელთა შინაარსიც ზუსტად არ ესმით. ეს ბუნდოვანება შემდეგ ხდება მსჯელობისა და კამათის საგანი და ისინი ვერასდროს აგნებენ ჭეშმარიტებას. თუ გსურს უბრალოდ აზრების ლაბირინთებში არ გაიხლართო, მაშინ პირველ რიგში ცნებას ზუსტი და კონკრეტული მნიშვნელობა უნდა მისცე.
კომენტარებს გადავავლე თვალი და აქ „სიკვდილზე ადრე სიკვდილში“ სულიერ სიკვდილს გულისხმობდით და თან პარალელს სახარებასთან ავლებდით. ცხადია, პირველ რიგში უნდა განვმარტოთ სულიერი სიკვდილი.
#10, 13.11.2018 - 13:33
mesxy (32)
ფიზიკური დაბადებაბ ერთხელ ხდება და სიკვდილიც,(თუ არ გავიხსენებთ ლაზარეს აღდგინებას.) ესეც არის,ვისი,რისი გვჯერა და გვწამს.
სულიერი სიკვდილი კი ფიზიკურ სიცოცხლეშიც შესაძლებელია,რაც ხშირია ადაამიანებში.
#9, 22.03.2018 - 13:04
მაგის თქმა მინდოდა... გამომიცდია.. თუმცა იმაშიც დავრწმუნდი რომ ლაზრესავით აღდგომა სულიერი სიკვდილის შემდეგ ყოველთვის შესაძლებელია
22.03.2018 - 20:01
Arc23 (30)
ჯერჯერობით დიდად არ გავცნობივარ მხატვართა ნამუშევრებს ამიტომაც დიდად კომპეტენტური შემფასებელი არავარ, თუმცა რაც მინახავს იმათგან ერთ-ერთი არი აივაზოვსკის შემოქმედება რომელიც მომეწონა. პირადი ნახატის ატვირთვას როცა ან თუ გადაწყვეტთ გვერდის მთავარ ალბომში გამოჩნდება და აუცილებლად ვნახავ )) დადებითი ადამიანი ჩანხართ და სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი. წარმატებებს გისურვებთ!
#8, 20.03.2018 - 08:18
ჩემს ვერცერთ ნამუშევარს ვერ შევადარებ ვერც ვანგოგს ვერც ნებისმიერი ხელოვანი ადამიანის გამოცდილ ხელს, მაგრამ ჩემთვის მაინც სასიამოვნოა ხატვის პროცესი და შედეგიც.. მადლობა თქვენ დადებითი შეფასებისთვის :))
20.03.2018 - 14:40
Arc23 (30)
და რატომ მოგწონთ კონკრეტულად ეგ ნახატი ? პატიოსნად მშრომელი ადამიანების გამო ალბათ )) მალევიჩის შავი კვადრატის შესახებ გსმენიათ ? ( მე პირადად ვერ ვხვდები რას ხედავენ მასში გენიალურს).
#7, 19.03.2018 - 15:24
მსმენია კი და ბევრჯერ ჩავუკვირდი მაგრამ, სიმართლე გითხრათ ჩემთვის უინტერესოა მსგავსი ტიპის ნამუშევრები. ვანგოგის ფერები ძალიან მომწონს, ნახატზე გადმოცემული ხასიათიც, გლეხები, ბუნება, სოციალურად დაბალი ფენა და მათი ცხოვრება... რაგითხრა...... ჩემი სამსახურეობრივი მოღვაწეობის დროსაც მუდმივად ვცდილობდი ეს სფერო ამერჩია. სოფლები, სოციალურად დაუცველი ადამიანები და ა.შ..... (ცოტა გადავახტი თემას )
19.03.2018 - 23:03
Arc23 (30)
კარგს იზამთ თუ ატვირთავთ )) ცნობილი მხატვრებიდან, წარსულებიდან ან თუნდაც თანამედროვეებიდან მოგწონთ ვინმეს ნახატები ?
#6, 19.03.2018 - 15:12
ზოგადად ძალიან მძაფრად აღვიქვამ სილამაზეს. ცნობილი, ნაკლებად ცნობილი, საერთოდ უცნობი, ამას არააქვს ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა, მთავარია მე როგორ აღვიქვამ მას. განსაკუთრებული ჩემთვის ვან გოგია ,, კარტოფილიჭამიები'"
19.03.2018 - 15:16
Arc23 (30)
მე ძირითადად გუაშით ვხატავდი ან ტუშით. არ ატვირთავთ რაიმე ნახატს ?
#5, 19.03.2018 - 14:58
:) სიმართლე გითხრა არმაქვს საჯაროდ გატანის სურვილი, მაგრამ რარაცას ავტვირთავ
19.03.2018 - 15:03
Arc23 (30)
მეც ვხატავდი ოღონდ ბავშვობაში ძირითადად )) კარგი გამახსენდა ალბომში ავტვირთავ ბავშვობის ნახატს )) ზოგადად რითი ხატავ ?
#4, 19.03.2018 - 14:23
ზეთი და ტილო, ზეთი მომწონს. ბავშობაში ვხატავდი, არავის უსწავლებია ისე, მე თვითონ. მერე შევწყვიტე ეხლა ისევ გამიჩნდა სურვილი
19.03.2018 - 14:43
Arc23 (30)
არამგონია რამე ემუქრებოდეს თქვენს მტევანს )) მაგრამ ორჯერ სუკოს ტკივილი რატომ იქნება მხატვარი ხართ ? ))
#3, 19.03.2018 - 13:55
არა ეგ ძალიან ხმამაღალი ნათქვამი იქნება ცემი მხრიდან, მაგრამ ისე, ჩრმთვის .......ვხატავ კი :))
19.03.2018 - 14:17
1  2  [»] 

User
offline katerina2 (39)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2019 Face.ge - all rights reserved.