Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Natatusi blog
მაშინ, როდესაც ცოლთან 7 წლიანი ურთიერთობის შემდეგ კრიზისი დაგვეწყო ურთიერთობაში, მომეწონა ერთი გოგო, რომელიც ჩემზე რამდენიმე წლით უმცროსი იყო, რომელიც ბევრად უფრო მიმზიდველი და შინაგანად ნათელი იყო, მას არ ჩამოსტიროდა სახე ყოველდღიური ყოფითი საკითხებისგან. აქედან გამომდინარე დიდი სურვილი გამიჩნდა მასთან გამება პარალელური რომანი, მაგრამ წარმოვიდგინე, რომ ამ ყველაფერს მოყვებოდა: პაემნები, სეირნობა, მისი მოხიბვლის მცდელობა, სიურპრიზების გაკეთება და ამ ყველაფრის მოწყობა მომიწევდა ცოლისგან და ხალხისგან ფარულად. რაღაც მომენტში დავფიქრდი: რისთვის მჭირდება ეს ყველაფერი? რა მოხდება თუ ამ ყველაფერს ცოლის მიმართ გამოვავლენ, მასთან ერთად წავალთ კინოში, პაემნებზე, შევეცდები მას ვასიამოვნო. როგორც კი ამ ყველაფრის კეთება დავიწყე შედეგმა არ დააყოვნა, მისი სახე ისევ ძველებურად გაბრწყინდა, მე ისევ დავინახე მასში ის ლამაზი გოგონა, რომელმაც ერთ დროს თავბრუ დამახვია. დღეს უკვე მრცხვენია იმ აზრების და სურვილების, რომელიც მაშინ გამიჩნდა, მაგრამ საკუთარ თავზე გამოვცადე ეს ყველაფერი და მივედი ერთ უტყუარ დასკვნამდე: ქალი-ეს არის კაცის ანარეკლი, როგორც ეპყრობი მას, ისეთი ხდება ის. ეს არის მთელი საიდუმლო.... <3

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

DINAMO (28)
კარგია :)
#1, 19.03.2018 - 11:00
 

User
offline
offline Natatusi (22)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
Entries archive
© 2018 Face.ge - all rights reserved.