Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
salosal blog
სიზმრად ქცეულს სიზმარივე ჩაგირაზავს დარაბებს.იგრძნობ სარკმელთან ცისკრის მოახლოვებას და ბაგე გეპობა მოსალოდნელის გაფიქრებისგან.წამწამები არც კი ტოკდებიან,მშვიდად განიცდიან ჩვეულებრივობას.შენც უხილავად აღქმის სურვილის სიმძაფრე გრძნეულის ამპლუაში გამყოფებს.უსახური ჟესტებით არ ,,აძლევ სალამს" სტუმარს,რომელიც იცი,ცდილობს ,,აბუჩად აიგდოს" დამცავი ფენა,წინაღობის შემქმნელი დაიმორჩილოს და ყოველი კუთხე-კუნჭული მიითვისოს.გრადაცია იღბლიანად აყალიბებს დამპყრობელს და საბოლოოდ შენს ირგვლივ იქმნება ტკბილსურნელებით შეზავებული წალკოტი.გრძნობ,რომ რაღაც გეღვრება ორგანიზმში,გულთან ახლოს და ეს რაღაც არაჩვეულებრივია.შექმნილი მდგომარეობა გაიძულებს თვალებს მისცე გასაქანი აამოძრაონ უსიცოცხლო გუგები,ბნელეთისგან თავის დაღწევას რომ აპირებდნენ და რომ გამოუვიდათ.გსიამოვნებს,როცა ნათება შენამდე აღწევს.ბედნიერი ხარ,რომ წყვდიადს დასასრული მოჰყვა. ,,არ გაქვს დრო" იფიქრო,რომ დასასრული არ არსებობს,ყველაფერი ან განმეორებადია ან სამუდამო.არ გინდა გაიაზრო ის,რაც იცი ტკივილს მოგეყენებს და არსებობის სურვილს გაგიქრობს.დრტვინავ საკუთარ ჭირზე და ბედნიერი ხარ სხეულის ზეობით.სული კი სადღაც შორს,ცხრა მთას იქით,სიკვდილს ებრძვის,ცოტაღა დარჩა და არარაობად იქცევა.კავდები მხოლოდ ამქვეყნიურით და მერე? მერე,როდესაც გადაღლილი ემზადები კვლავ წყვდიადთან შესახვედრად,როდესაც გაქვს დრო იფიქრო,უფალს ყვედრი,რომ ყველაფერი ისე არ ხდება,როგორც გსურს.ასეთები ვართ ჩვენ,ადამიანები,ნაკლებად ვფიქრობთ და მაშინაც,როცა ვფიქრობთ,ჯობია არ ვიფიქროთ.დღეს სრულიად ჩვეულებრივი დღე მქონდა,სანამ...დღეს საკუთარმა პრობლემებმა შთანმთქეს,სანამ... დღეს ღმერთს ვსაყვედურობდი,სანამ... სანამ გამახსენდა,რომ დღეს ასმაგად,ათასმაგად... ძლიერი ტანჯვა იგემა იესომ,ვიდრე მე,უბრალო მოკვდავთაგანს მაყენებს ყოველდღიურობა.და რატომ?რისთვის? იმისთვის,რომ შემდეგ ჩვენ მოგვეთხოვა პასუხი,ჩვენ გაგვესამართლებინა ჩვენი გადამრჩენელი?! მე დღეს კიდევ ერთხელ გავერიე მოღალატეთა რიგში და ვთქვი:ჯვარს აცვით! მაპატიე უფალო,გვაპატიე უფალო,გვაპატიე უყურადღებობა,ბოდიში ყველა შეუსრულებელი დაპირებისთვის,ბოდიში,რომ თვალის დაუხამხამებლად შეგვიძლია გაგცეთ და უარგყოთ და მოგვეცი ძალა,რომ პეტრესგან სინანულიც ვისწავლოთ.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
offline salosal (18)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.