Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog
მის ყოველ შეხებას სხვა განზომილებაში გადავყავარ,ფეხის კოჭებიდან ტვინამდე არტერიას მოუყვება და ორგაზმივით ამოხეთქავს, ექსტაზში მაგდებს და გარესამყაროსგან მთიშავს.მასთან სულ სხვანაირი ვარ,სწორედ ისეთი როგორიც სინამდვილეში ვარ,სწორედ ისეთი როგორიც მინდა,რომ ვიყო.ცხოვრებაში არსებობს მომენტები,რომლებიც ყოველთვის ერთსა და იმავე გრძნობას მგვრის,მთელი სხეული მეძაბება,თავის ტვინიდან იწყება და სინათლის სიჩქარით გადაადგილდება ზემოდენ ქვემოთ,ჩემს მუცელს რაღაც ამოუცნობი არსებები იპყრობენ რომლებიც არაამქვეყნიურ,უჩვეულო და მაქსიმალურ სიამოვნებას მანიჭებენ,იმ სიამოვნებას რომელიც არ იცვლება,არ მბეზრდება.ვთანხმდები იმაზე,რომ შემიძლია მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება,ასეთ მდგომარეობაში გავატარო,მდგომარეობაში,რომელსაც მის გვერდით ყოფნა ჰქვია.მისი ყოველი შეხება,ყოველი ამბორი,მისი მიერ წარმოთქმული ყოველი სიტყვა მაგიჟებს და სურვილს მიჩენს მთელი ცხოვრება მას ვუცქირო,მხოლოდ ჩემი იყოს,მხოლოდ ჩემთვის არსებობდეს,მხოლოდ ჩემთან იყოს ასეთი თვალებგაბრწყინებული და ბედნიერებით აღსავსე როგორიც ამ მომენტში არის.მსურს ყოველთვის ისე უხაროდეს ჩემი არსებობა როგორც ამ წამს უხარია.მინდა რომ ყოველ წუთს მახსენებდეს იმას,რომ მისი ხასიათის გაფუჩება და გამოსწორება სწორედ რომ,მხოლოდ მე შემიძლია,მინდა რომ ბევრჯერ გავიგო მისგან ის,რომ ყველაზე რთულ მომენტში მხოლოდ მე აღმოვჩნდი მის გვერდით,მინდა ბევრჯერ ვისმენდე მისგან აღშფოთებით იმას,რომ ვერ გაუძლებს იმის ცქერას,როგორ ვიქნები მე ბედნიერი სხვა მამაკაცთან,როგორ მოკვდება იქვე როცა დაინახავს,რომ ჩემი სიცილის მიზეზი სხვა ადამიანი იქნება,მინდა ბევრჯერ შემახსენოს რომ ვერცერთი სისულელე ჩვენს “მეგობრობას” ვერ დაანგრევს,მაგრამ საქმეც ეს არის,რომ ეს იმაზე მეტია ვიდრე მეგობრობა,და იმაზე ნაკლებია ვიდრე სიყვარული,რადგან ჩვენ ორივეს გვეშინია ვალდებულებების,ორივე გავურბით ამ გრძნობას რადგან ვიცით რომ ჩვენ ეს არ შეგვიძლია,ან უბრალოდ არც კი ვიცით რა არის სიყვარული,რადგან არასდროს არ გვყვარებია.ჩვენ ხომ ამ წამს იმ ურთიერთობით ვართ ბედნიერები რაც გაგვაჩნია,თუმცა ვიცი და თავისუფლად ვაღიარებ იმ ფაქტს,რომ ძალიან მალე ეს მეგობრობაც დასრულდება,რადგან ჩვენ ორივეს გვაქვს ბევრი საერთო თვისება,მათ შორის:ადამიანების მობეზრება,დიახ,შეიძლება ავდგეთ და რომელიმემ დავასწროთ ერთმანეთს იმის თქმა,რომ “იცი?მე შენ მომწყინდი”. და სწორედ ეს იქნება დასასრული,თუმცა სამარადჟამოდ დარჩება წარსული,რომელშიც ჩვენ ერთმანეთს ვაბედნიერებდით და წარსულს ვერ შეცვლის ვერაფერი,თუმცა იქნებ დადგეს დრო როდესაც,მოგონებებს ვეღარ დავამგვანებთ განვლილ მომენტებს.დამავიწყდება,რომ ასეთმა ტკბილმა მომენტებმა ოდესღაც იარსება - შემდეგ კი არსებობა უბრალოდ შეწყვიტა,და მეც,აღარაფრის დამახსოვრება მომიწევს,რადგან არავინ არ მისაყვედურებს დავიწყებული დღეების გამო,მას ხომ ჩემნაირი უთვალავი შეიძლება შეხვდეს,მე კი,მხოლოდ ის ერთი,ის ერთი მემახსოვრება სამარადჟამოდ,ჩემი ერთად ერთი ბედნიერება,რომელიც სიყვარულსა და მეგობრობას შორის იყო გაჩხერილი.

Tags:

 
Interesting
positive votes: 2  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.