Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog
"შამოფეთებისა იყოს, იმ თვალების შამოფეთებისა, რო არაფერს გეტყვის მარა გაგძნობინებს, წამის მარადიულობას რო განატრებინებს."
ჰო... არის ისეთი რაღაც რასაც ადამიანი უსიტყვოდ უნდა მიხვდეს... უნდა იგრძნოს მაინც, რადგან ის რაც ნაღდია შეიძლება ვერ გაიგო მაგრამ შეუძლებელია ვერ იგრძნო... და მიუხედავად იმისა რომ ამ მზერის აკრძალვა უნდათ... მაინც ამ მაგიური მზერით იწყება ყველაზე დიადი და ნათელი განცდა ადამის მოდგმისთვის... მართალია მავანთ ეჭვი ეპარებათ მის არსებობაში და ამბობენ რომ იგი პოეტების მოგონილია... მაგრამ ის მაინც არსებობს... ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია მადლობა უთხრათ მათ.., პოეტებს... ზოგადად შემოქმედთ ასეთი კარგი "რამის" მოფიქრებისთვის რამეთუ, ეს რომ არა ამ ზიზღით გაჯერებულ სამყაროს, სიძულვილი წალეკავდა უთუოდ... და თუ ვინმეს ცხოვრებაში ის არ შედგა ან იმედგაცრუება განიცადა სულაც არ გვაძლევს იმის საფუძველს რომ ეჭვი შევიტანოთ იმის არსებობაში რაც "დედამიწას ატრიალებს"... ერთი კი უდავოა.., დიდი და წამლეკავი გრძნობა ყველა ეპოქაში... ყოველთვის იშვიათობა იყო... ის ყველას ხვედრი არ იყო არასდროს... და ასე იქნება მუდამ...
მზერა ... ყველაზე ლამაზი და სასურველი თვალები... ყველაზე საყვარელი და მომხიბვლელი... ყველაზე მიმზიდველი... იმ ათვლის წერტილი საიდანაც იწყება აღმოჩენები და სამყაროს ხელახალი შეცნობა, აღქმა, გააზრება... მისი უდიდებულესობა სიყვარული... მოხშირებული გულისცემით, უძილო ღამეებით, უძირო ფიქრებით.., აღსავსე ოცნებებით, ულამაზესი სიზმრებით... სიყვარული... რომელიც არ ცნობს არც ასაკს, არც ეროვნებას, არც რელიგურ განსხვავებულობას, არც კანის ფერს... არანაირ წესსა და კანონს ... მხოლოდ ერთხელ მოდის სასახეში... ეს უზარმაზარი აუდიტორიისა და ზღვარდაუდები იმპერიის მბრძანებელი უხსოვარ დროიდან... დასაბამიდან დააბიჯებს უკიდეგანო სამყაროში და ადამიანებს უხვად ასაზრდოებს წრფელი განცდებით... აღმაფრენით... აღტაცებით... ეს უწონადობის მდგომარეობაა... გრავიტაციის მიღმა... როცა სავსე ხარ მზით... ჰაერით და... ტკივილამდე... ცრემლებამდე ბედნიერი ხარ...
"კარს შემოგიმტვრევს
სიყვარული, შროშნებთან ერთად,
და ასაკს შენსას,
სულ ფეხებზე ჩამოიკიდებს"...

შ ა მ ო ფ ე თ ე ბ ი ს ა ი ყ ო ს...!

Tags:

 
Interesting
positive votes: 0  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.