Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog
 ფიქრების ოთახში ხმაური გამეფდა, შეზრდილ მოთმინებას ვიხდი მოუთმენლად, ადგილს ვერ ვუძებნი კუთხეში ვაგდებ და ყველა დასასრული მტკივა დაუწყებლად. დღეებს აღარ ვდარდობ ღამეს სად გავექცე, ნამსხვრევი სიზმრების კვალდაკვალ დავდივარ, ყოველღამ ვიხურავ სევდების მანტიას, ვიშორებ სხეულს და სული ცად ავდივარ. ღამეა... ოცნება ჩამომწყდა ღილებად ვეღარ შევაგროვე ნატკენი ხელებით, ვერსად გავექეცი ავზნიან დილემას, და ფეხქვეშ მიყრია დაღლილი თმენები. განთიადს უღმერთო ვივსები წამებით, ფიქრების ოთახში ხმაური იმატებს მოკეცილ თითებზე დათვლილი წამები ახლა საგულეზე ტკივილებს მიმატებს. ფიქრების ოთახში ხმაური გრძელდება ისევ არეული ღამის მაუწყებლად ყველა დასაწყისის სასრულს განვიცდი და ყველა დასასრული მტკივა დაუწყებლად.

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.