Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Akako blog

რატომ ქორწინდებიან მამაკაცები?


რატომ მოყავთ მამაკაცებს ცოლი? – აი როგორია იმ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები, რომელშიც მონაწილეობა 19-40 წლის მამაკაცებმა მიიღეს.

1. იმიტომ, რომ ეს ქალებს სურთ – 64%

მამაკაცთა ორი მესამედი თვლის, რომ მხოლოდ ქალის სურვილის დასაკმაყოფილებლად დაქორწინდა.

2. კარიერისთვის – 59%

გამოკიტხულ მამაკაცთაგან, ყოველმა მეორემ აღიარა, რომ ცოლი კარიერული წინსვლისთვის მოიყვანა. ცნობილი ფაქტია, რომ ყველა კომპანიის ადმინისტრაცია, ცოლიან მამაკცს უფრო როგანიზებულად თვლის. ცოლიანი კაცი უფრო პასუხისმგებლობიანია და ამასთან ის არ კარგავს დროს ახალი სასიყვარულო ტავგადასავლების ძეიბაში, რაც მის შრომითუნარიანობაზე დადებითად აისახება.

3. თუ საყვარელი ქალი ორსულადაა – 44%

კაცები ცოლის მოყვანას არ ჩქარობენ, მაგრამ როდესაც 9 თვე გაქვს იმისთვის, რომ შენი შვილი ნორმალურ ოჯახურ გარემოში გაიზარდოს, სხვა გზა აღარ გრჩება. მამაკაცების 44%-ი აღიარებს, რომ ცოლი მხოლოდ იმიტომ მოიყვანა, რომ მისი შეყვარებული დაორსულდა. მიუხედავად ამისა, გათხოვების მსურველ ქალებს მაინც არ ვურჩევდით ამ იმედით დაორსულებას. მამაკაცთა მხოლოდ ნახევარია იმისთვის მზად, რომ ორსული ქალი ცოლად მოიყვანოს, მიუხედავად იმისა, რომ ის მუცლით მათ შვილს ატარებს.

4. იმისათვის, რომ ერთხელ მაინც გამოსცადონ ეს – 40%

კაცებს აინტერესებთ, როგორები იქნებიან ქმრების ამპლუაში. სწორედ ამ მიზეზით მოყავს გამოკითხულთა 40%-ს ცოლი. ამასთან ისინი სულაც არ არიან დარწმუნებულნი, რომ მზად არიან ოჯახის შესაქმნელად. ეს ერთგვარი ექსპერიმენტია – ან გაამართლებს, ან არა.

5. მარტოობისგან თავის დასაღწევად – 38%

მამაკაცებს უყვართ როდესაც საზოგადოება, მათ მარტოხელა „მაჩოდ“ თვლის, თუმცა გულის სიღრმეში ყველა მათგანს სურს, რომ სახლში მუდამ ელოდებოდეს ვინმე.

6. ტრადიციის გამო – 33%

ყოველი მესამე მამაკაცი თვლის, რომ დაქორწიება აუცილებელია, ვინაიდან მშობლებმა ასე ასწავლეს. შეიძლება ეს არ ჟრერს რომანტიკულად და ამაღელვებლად, მაგრამ სიმართლეა. აღსანიშნავია, რომ ტრადიციების მოყვარული მამაკაცები, ძალიან კარგი მეოჯახეები არიან.

7. სიმშვიდის მოსაპოვებლად – 31%

ასეთი პასუხი გამოკითხულთა იმ ნაწილმა გასცა, რომლებმაც 30 წლიან ბარიერს გადააბიჯეს. ყველა მათგანს სურს სტაბილურიობა და სიმშვიდე.

8. პრეზენტაბელურობისთვის – 29%

ყოველი მესამე მამაკაცითვის, ქალი „მდიდრულ სამკაულს“ ჰგავს. მასთან ერთად საზოგადოებაში გამოსვლა საამააყოა. ასეთი კაცის ცოლი თვალისმომჭრელად ლამაზი უნდა იყოს.

9. დახმარების მისაღებად – 27%

თუ მამაკაცს ცხოვრებისეული სირთულეების მარტო გადალახვა უჭირს, მას მოჰყავს ცოლი. ასე გამოკითხულთა მეოთხედი ფიქრობს.

10. ლოიალურობის გამო – 25%

ყოველი მეოთხე მამაკაცი იმიტომ ოჯახდება, რომ სულს თავის მეგობარ ქალბატონზე პასუხისმგებლობა იკისროს. მამაკაცს სურს, რომ ქალმა დაინახოს – ის ძლიერი საყრდენია.

11. რომანტიკულობის გამო – 23%

18-25 წლამდე მამაკაცები, სხვა მიზეზებთა შორის, რომანტიკულობას ასახელებენ. როდესაც სიყვარული თავბრუს ახვევთ, მათ სიყვარულის ობიექტი ცოლად მოყავთ. სასურველია ამ კავშირის წინააღმდეგი იყვნენ მშობლები – ასე სიყვარულის ისტორია, კიდევ უფრო დრამატული და რომანტიკულია.

12. ფულის გამო – 23%

ყოველი მეათი მამაკაცი „იყიდება“. მათ ქალის მატერიალური მდგომარეობა იზიდავთ და ხელსაც სწორედ ამიტომ სთხოვენ.

13. სიბერის შიშის გამო – 19%

„მარტოხელა მამაკაცი მეფესავით ცხოვრობს, მაგრამ ძაღლივით კვდება“ – ასე ფიქრობენ 30-40 წლის ასაკის მამაკაცები, რომელბსაც წლები აშინებთ.

14. თუ ეს სურთ ნათესავებს – 12%

ასეც ხდება: მშობლები წყვეტენ, შვილი თანხმდება. გათხოვების დროს ქალმა აუცილებლად უნდა გაითვალისწონოს, რამდენად ერევა დედა, მისი რჩეულის ცხოვრებაში.

15. სიყვარულის გამო – 10%

სამწუხაროთ ყველასთვის სასურველმა პასუხმა ყველაზე ნაკლები პროცენტი აიღო. მამაკაცები იმდენად არ ენდობიან საკუთარ გრძნობებს, რომ ძალიან უჭირთ ემოციურ ფონზე !)


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.