Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
Akako blog

გეები და ნორმალურები


საზოგადოებაში კაცების სხვადასხვა ჯგუფიც არსებობს: ქალოია, ქალაჩუნა, დედიკოს ბიჭი, ძიძა მამაკაცი, სტილისტი მამაკაცი, ჰომოსექსუალი მამაკაცი და სხვ.
გეი მამაკაცი ხშირად ასოცირდება მამაკაცთან, რომელსაც ქალის ხმის ტონალობა აქვს, უტვინო დედიკოს ბიჭები, ხუთი ცოლი რომ ჰყავს და თითოეული დედის მოყვანილ-გაშვებული რომ არის, ან კიდევ, მემკვიდრეობით რომ ერგოთ ქონება, ბინა, მანქანა და ზემოდან რომ უყურებენ ხალხს, ვინც დღე და ღამე შრომობენ და მათ მონებად აღიქვამენ;

როგორ ვითარდება გენდერული იდენტობა?
მზარდი ცოდნა გვკარნახობს, რომ გენდერული იდენტობის განვითარება გაცილებით უფრო კომპლექსურია, ვიდრე ადრე მიიჩნეოდა. არ არსებობს სამეცნიერო კონსენსუსი იმაზე, თუ კონკრეტულად რას მივყავართ გენდერულ დისფორიამდე. მიზეზშედეგობრიობის თეორიები, ძირითადად, ორ კატეგორიად ნაწილდება: ბუნება/ბიოლოგია და აღზრდა/სოციალიზაცია. დომინანტური ბიოლოგიური თეორიის თანახმად, ნეიროჰორმონულ არეულობას აქვს ადგილი თავის ტვინში ემბრიოლოგიული განვითარების დროს. ნაყოფის განვითარების მე-12 კვირას, როდესაც ადამიანის ემბრიონის გენიტალიების დიფერენციაცია ხდება მამაკაცურად და ქალურად, გენდერული იდენტობის პორცია თავის ტვინში, დაახლოებით მე-16 კვირას არის დიფერენცირებული. ამ ოთხი კვირის განმავლობაში, ჰორმონული დისბალანსის შემთხვევაში, გენდერული იდენტობა შეიძლება გენიტალიებთან თანხმობაში არ განვითარდეს. არსებობს ჰიპოთეზა იმის თაობაზე, რომ დედის ზოგადი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა ფეხმძიმობის დროს შეიძლება იწვევდეს ამგვარ დისბალანსს. მძიმე ემოციური ტრავმა ან სხვა სტრესი ან ზოგიერთი წამლის ან არალეგალური ნარკოტიკული ნივთიერების მიღება ორსულობის პერიოდში, შეიძლება ნაყოფის ტვინის ჩამოყალიბებაში ჩაერიოს.
აღზრდასთან დაკავშირებული თეორიები აცხადებს, რომ გენდერული იდენტობის ათვისება და დასწავლა სოციალიზაციის მეშვეობით ხდება. ადრეული ფსიქოანალიტიკური თეორიები გვკარნახობს, რომ გენდერული იდენტობის აშლილობა ისეთი დარღვევების შედეგად ხდება, როგორიც არის მშობლისგან რთული დაშორებისა და ინდივიდუაციის პროცესი, ოიდიპოსის მოუგვარებელი კომპლექსი, ბავშვის ადრეულ წლებში მთავარი მზრუნველის (primary caregiver) ფიზიკური ან ემოციური ნაკლებობა, კროსგენდერული ქცევის გაძლიერება და დადებითი სტიმულის მიცემა, და კლასიკურად დომინანტი დედისა და სუსტი მამის ყოლა, ან მამის არ არსებობა. ეს თეორიები თანხმობაში არ მოდის კლინიკურ დაკვირვებებთან, რომლებიც აჩვენებს, რომ ფსიქოსოციალური და ოჯახური გამოცდილებები ტრანსგენდერი ადამიანების შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა ადამიანებისთვის, უკიდურესად განსხვავებულია ერთმანეთისგან.

დეპრესია
დეპრესია ალბათ ყველაზე გავრცელებული სიმპტომია, რომელიც გენდერულ დისფორიას უკავშირდება. დეპრესია ხშირად ქრონიკულია, რადგან გენდერული დისფორიის მქონე ადამიანების უმეტესობამ საკუთარი გენდერული დისფორიის შესახებ ადრეული ასაკიდან იცის, სამი ან ოთხი წლიდანაც კი. თუმცა, გარკვეულმა სიტუაციებმა შეიძლება გაამძაფროს დეპრესიის სიმძლავრე. ეს სიტუაციები შეიძლება ადვილად გამოგვრჩეს მხედველობიდან, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ისინი სავსებით ”ჩვეულებრივ” შემთხვევებს წარმოადგენს იმ ადამიანებისათვის, რომლებიც გენდერულ დისფორიას განიცდიან. გენდერული დისფორიის გაგების გარეშე, ეს სიტუაციები არ აღიქმება იმ დამაჩქარებელ შემთხვევებად, რომლებიც ზრდის დეპრესიას ან სუიციდურ ფიქრებსა და მცდელობებს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, პუბერტეტი განსაკუთრებით მოწყვლადი დროა. როდესაც ტრანსგენდერი ადამიანის სხეულზე მისთვის მიუღებელი, მცდარი გენდერის მეორადი სასქესო ნიშნების გამოკვეთა ხდება, გენდერული დისფორიის მქონე ადამიანები ხშირად განიცდიან შოკის, დაბნეულობის, თავზარდაცემულობის, სიბრაზის, ცუდი გუნებისა და ღალატის გრძნობას, მიუხედავად იმისა, რომ მათ უმეტესობას გონებრივად ჩინებულად ესმის პუბერტეტი და წინასწარ იციან იმ ცვლილებების შესახებ, რომლებსაც მათი სხეული გაივლის. პუბერტეტამდე, ზოგიერთ ტრანსგენდერ ადამიანს სჯერა, რომ მათი სხეული ან გარდაიქმნება იმ გენდერად, რომელიც მათ სურს, ან დარჩება ანდროგინულად, მეორადი სქესობრივი მახასიათებლების გარეშე. როგორც კი ფიზიკური ცვლილებები იწყება, უკვე შეუძლებელი ხდება ამ ფანტაზიებში დამალვა.
მენსტრუალური ციკლები და პრემენსტრუალური სიმპტომები ბიოლოგიურ ქალებში, რომლებიც თავს კაცებად აღიქვამენ, და ერექციები, ეაკულაცია და ღამეული გამონადენები ბიოლოგიურ კაცებში, რომლებიც თავს ქალად აღიქვამენ, საგრძნობლად აძლიერებს დამცირებისა და დეპრესიის გრძნობას. მაგალითად, ერთ-ერთ კლიენტს სუიციდური აღქმები განუვითარდა ყოველთვიურად, როდესაც მას მენსტრუალური ციკლი ჰქონდა, მაგრამ გაუქრა მას შემდეგ, რაც ტესტოსტერონის მიღება დაიწყო და ციკლი შეუჩერდა.
საკუთარი გენიტალიებით გამოწვეული დისკომფორტისა და ზიზღის გამო, გენდერული დისფორიის მქონე ადამიანები ხშირად გაურბიან მასტურბაციასა და სექსუალურ აქტივობას სხვა ადამიანებთან. იმ ადამიანებს კი, რომლებიც სექსუალურად აქტიურები არიან, ხშირად აქვთ ფანტაზიები, თითქოს მათი სხეული მათ გენდერულ იდენტობას შეესაბამება; მართლაც, ბევრ ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია სექსუალური აღგზნების მიღწევა, როდესაც ამ ფანტაზიას ებღაუჭებიან. ბიოლოგიური კაცები, რომლებიც თავს ქალთან აიგივებენ, ანალური პენეტრაციისას წარმოიდგენენ ხოლმე, რომ საშო აქვთ; მათი პენისი როგორც წესი აკრულია, რათა არავინ დაინახოს და შეეხოს, რაც ამ ფანტაზიას დამაჯერებლობას მატებს. ერთ-ერთი კლიენტმა, ბიოლოგიურმა ქალმა, რომელმაც მამაკაცისკენ განიცადა ტრანზიცია, გააცნობიერა თავისი მიზიდულობა სხვა კაცებისადმი, როდესაც გეი კაცებმა მასზე, როგორც კაცზე ისე მოახდინეს რეაგირება. როდესაც ის ქალად იყო დანახული, კაცების მხრიდან სექსუალური ყურადღება მისთვის ზიზღისმომგვრელი იყო და გუნებას უფუჭებდა.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საკუთარი სხეულის შესახებ გრძნობები და სექსუალური აქტივობა კომფორტულობის კონტინუუმის გასწვრივ არსებობს. ეს სპექტრი მოიცავს ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ცოტათი არიან უკმაყოფილონი თავისი სხეულით, და იმათ, ვინც ძლივს ახერხებს დაბანისას საკუთარ სხეულთან შეხებას. ასევე არიან ადამიანები, ვინც საკუთარ სხეულთან განსაკუთრებულ დისკომფორტს არ გრძნობს. ზოგიერთი კლიენტი ამბობს, რომ სხვების მხრიდან იმ გენდერად რომ იყვნენ დანახულნი, რომელთანაც თავს აიგივებენ და შესაბამისი მოპყრობაც რომ ჰქონდეთ, ისინი არ იგრძნობდნენ საჭიროებას იმისა, რომ სხეულებრივი ცვლილებები განეხორციელებინათ. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ გენდერული იდენტობა ხშირად არასწორად აღიქმება, ამ ადამიანებიდან ზოგიერთი არჩევს სხეულის შეცვლას, რათა დანახული იყოს ისეთ ადამიანად, როგორადაც გრძნობს თავს.
დეპრესია შეიძლება ასევე გამოვლინდეს ადამიანებში, რომლებიც მთლად არ შეესაბამებიან გენდერული იდენტობის აშლილობის დიაგნოზს, მაგრამ ასევე განიცდიან გენდერული დისფორიის გარკვეულ დონეს. ასეთი ადამიანები შეიძლება საკუთარ თავს არც კაცთან და არც ქალთან არ აიგივებდნენ და შესაბამისად, გარედან ვერ იღებდნენ გენდერული იდენტობისა ვალიდაციას, რომელიც განსხვავდება კაცისა და ქალის ბინარულობიდან. მაგალითად, ერთ–ერთი კლიენტი, რომელიც ბიოლოგიური მამაკაცია და საკუთარი თავის იდენტიფიცირებას ანდროგინთან ახდენს, შეეცადა საკუთარი გენდერი წარმოეჩინა, როგორც ანდროგინული, რაც მისთვის ყველაზე სწორ და „ნაღდ“ არჩევნად ითვლებოდა (ის კომფორტულია როგორც მამრობითი, ისე მდედრობითი სქესის პირის ნაცვალსახელების გამოყენებასთან). თუმცა, მან აღმოაჩინა, რომ მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად შეეძლო როგორც კაცად ისე ქალად წარმოეჩინა თავი, ვერ ახერხებდა ეპოვა საშუალება, რომ სრულიად ანდროგინული ყოფილიყო. საბოლოო ჯამში მან მიიღო გენდერული იდენტობა, როგორც მისი გენდერული თვითგამოხატვისგან განსხვავებული. თუმცა, ის აგრძელებს დეპრესიისა და დაბალი თვითშეფასების ნიშნების გამოვლენას და ახასიათებს გარიყულობისა და იზოლაციის გრძნობები, იქიდან გამომდინარე, რომ სხვები ვერ ახერხებენ მისი ანდროგინულობის აღიარებას. გენდერული დისფორიის მიუხედავად, ზოგი ადამიანი არ ეძებს სამედიცინო ან მენტალური ჯანდაცვის სერვისებში დახმარებას და პროფესიული დახმარების დადებითი გავლენის გარეშე ებრძვის ამ პრობლემებს. ზოგიერთი მათგანი ახერხებს ეფექტურად მოაგვაროს პრობლემები; სხვები აგრძელებენ განსხვავებულობით გამოწვეული უარყოფითი გავლენებისგან ტანჯვას, იმისდა მიუხედავად აკეთებენ თუ არა ქამინგ აუთს საკუთარი გენდერული ვარიაციის შესახებ.
დეპრესია ხშირად მოითხოვს ფსიქოფარმაკოლოგიურ ჩარევას. ზოგიერთი ტრანსგენდერი ადამიანი წამლის მიღებას ეჭვის თვალით უყურებს, რადგან ეშინია, რომ ეს გამოიწვევს მათი გენდერული პრობლემების ნაწილობრივ უგულებელყოფას. პროვაიდერებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ მაშინ, როცა მედიკამენტებს შეუძლია დეპრესიის შემსუბუქება, გენდერული დისფორია არ მოგვარდება, სანამ დეპრესიის საფუძველში მდებარე გენდერულ საკითხებს არ მიექცევა ყურადღება ისეთი მოდელების მეშვეობით, როგორიც არის ინდივიდუალური ფსიქოთერაპია და/ან მხარდაჭერის ჯგუფში მონაწილეობა.
ჰორმონების მიღებამ (როგორც წესი, ქალური ჰორმონების) ასევე შეიძლება, დააქვეითოს ან გაამძაფროს დეპრესია. ამ ტიპის დეპრესიას შეიძლება ასევ მედიკამენტებით ვუმკურნალოთ, თუმცა ჰორმონების მიღება, ხშირად შედეგად იღებს დეპრესიის შემცირებასა და გუნების გამოკეთებას, როდესაც ადამიანი ხელშესახებ პროგრესს ხედავს საკუთარი გენდერული დისფორიის გადაწყვეტაში. ჰორმონების მიღების უეცარ წყვეტას უნდა მოვერიდოთ, რადგან ამან შეიძლება დააჩქაროს ცვლილებები განწყობაში და გამოიწვიოს დეპრესიის გაძლიერება.

შფოთვა
ზოგიერთი, მაგრამ არა ყველა კვლევა გვკარნახობს, რომ შეიძლება არსებობდეს ურთიერთკავშირი ბავშვობაში განშორების (ძირითადად მშობელთან) შფოთვასა და გენდერული იდენტობის აშლილობის განვითარებას შორის. თუმცა, არსებობს კონსენსუსი იმის შესახებ, რომ შფოთვის აშლილობები ხშირია იმ ადამიანებში, რომლებსაც გენდერული იდენტობის აშლილობის დიაგნოზი აქვთ. შფოთვა შეიძლება იყოს ქრონიკული და გამომდინარეობდეს გენდერულ დისფორიასთან დაკავშირებული რეპრესიიდან, ისევე, როგორც იმის შიშიდან, რომ სხვებმა შეიძლება გაიგონ. შფოთვა შეიძლება ასევე უფრო მძაფრად გამოიხატოს, როგორც მაგალითად სიტუაციებში, რომლებიც საჯარო სივრცეში ყოფნას გულისხმობს ან საჯარო სივრცეში მოხვედრის მოლოდინს ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში, შფოთვა უფრო დიდი ალბათობით შესაძლოა გამომდინარეობდეს საჯარო განხილვის/ქილიკის, შევიწროვების ან/და ძალადობის შიშიდან ან ამის წარსული გამოცდილებიდან. დეპრესიასთან ერთად შფოთვის აშლილობების მართვა ამ პოპულაციაში, ხშირად ითხოვს მრავალმხრივ მიდგომას, რაც შეიცავს მედიკამენტებს, ფსიქოქცევითი და კოგნიტიური ქცევის თერაპიასა და მხარდაჭერის


Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.