Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
natalia777 blog
გული უსაშველოდ
ფორიაქობს,
მგონი, ვკვდები-მეთქი -
ავიჩემე.
ისევ გიტრიალე
შორიახლოს,
ახლოს ვერ მოვბედე,
დამიჯერე...
ღამდება მოწყენით,
უნიათოდ,
უვარსკვლავებოდ და,
რაღაც, ისე...
ვკვდები "მარადიულ
ჰურიათო"
მონანიებაც რომ
არ აღირსეს.
"ახლა რა თქმა უნდა,
გვიანაა"
თითზე კბენა, გულის
მოოხება,
სიცოცხლე წამია და...
იალლაა! -
მიწას მოგაყრიან
გოროხებად...
არითმიაა თუ
იშემია -
გული ისევ ისე
ფორიაქობს,
განა მე სიკვდილის
მეშინია?
არა! რომ ვერ გავცდი -
შორიახლოს...

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

© 2018 Face.ge - all rights reserved.