Face.ge is a social network offering you an opportunity tocommunicate with your friends, meet new people and find out what otherpeople think about you. For using the site log in or register!
nat-k-nat blog

ცისარტყელა-ჩემი ფერადი იმედები...

მე ჩემი ზღვა მქონდა და მქონდა ნავი, რომელიც მშვიდად ლივლივებდა ტალღების მიმართულებით. ჩემი ზღვის სურნელიყველა სურნელისგან განსხვავებული იყო... ამოიქროლებდნენ ქარები და ჩემს ნავს შეათრევდნენ ტალღებს შორის, ტრიალებდა ჩემი ნავიც, ენარცხებოდა ტალღებს, ილეწებოდა... შევიდოდი ზღვაში და მეც შემითრევდა. რამდენჯერ ნახევრად მკვდარი გამოვურიყივარ ჩემს ზღვას სანაპიროზე... ქვიშაზე გულაღმა მწოლიარე ვქლოშინებდი ენაგადმოგდებული პატრონის ძებნაში დაღლილი ძაღლივით და გული მტკიოდა, რომ არავინ ჩანდა... მერე თავიდან ვაწყობდი დალეწილ ნავს, ფიცრების ნაფლეთებს ვაწებებდი, ვლურსმავდი, მთლიანად ნავს ვღებავდი ხან იისფრად, ხან ცისფრად, ხან ატმისფრად და მერე ისევ სანაპიროზე ვტოვებდი. მზესთან ვაფიცხებდი, მზეებს თვითონ ვაჩენდი მისთვის... წვიმებს ვფანტავდი, ღრუბლებს ვაქრობდი... და მაინც ქარებს შეჰყავდათ ტალღებში ატრიალებდნენ და ლეწავდნენ... მერე ისევ ისე, როგორც წინა დღეს ან იმის წინ უფრო ადრე ნახევრად ვკვდებოდი... ისევ ვაწებებდი, ვლურსმავდი და ვღებავდი თავიდან... ჩემი ზღვა წყნარი იყო, უფრო კი მღვრიე... ჩემი ზღვა თბილი იყო, უფრო კი გაყინული... ჩემი ზღვა მლაშე იყო, უფრო კი უმარილო... ჩემი ძრვა შავი იყო, ხანდახან ალისფერიც... ერთხელაც გავიზარდე და როდესაც გადავწყვიტე მეთევზავა ბადე ჩავაგდე ზღვაში... ვუცადე შედეგს, ველოდე დიდხანს,სულმოუთქმელად, თვალებგაბრწყინებული... ვუცადე და ბედეს მხოლოდ მკვდარი თევზები ამოყვნენ, თურმე რაც ზედაპირზე ტივტივებდა და არ ვამჩნევდი, ან არ ვიმჩნევდი, არცერთი თევზი აღარ ბუდობდა ჩემს ზღვაში. სულ განადგურებულან, სულ დახოცილან.... სანაპიროზე ქვიშა ამოვთხარე და ყველა თევზი იქ დავმარხე... დიდხანს ვგლოვობდი... თოლიებმაც მიატოვეს ჩემი ზღვა, ხანდახან გადამფრენი თოლია თუ ჩამოისვენებდა სანაპიროზე და სულს მოითქვამდა ისიც ცოტა ხნით... მერე ვრჩებოდით მე და ჩემი ზღვა ეულად, მშვიდად, მოწყენილად, ტკივილიანად... მერე ზღვამ დაშრობა დაიწყო... დავიღალე ალბათ და ჩემმა ზღვამაც დაშრობა დაიწყო. ვრცელდებოდა ქვიშიანი ნაპირი... ცხელოდა საშინლად და მეც ვიწვოდი ხან სიცხით ხან ტკივილით... მტოვებდა ჩემი ზღვა, შრებოდა თანდათან და ბოლოს გუბე დარჩა ერთი ფეხის ჩასადგამი... და ვიკივლე სანამ მზეს ვხედავ არ დავიჩოქებ მეთქი... მზისგან მიტოვებული, ზღვისგან მიტოვებული, ყველასგან მიტოვებული, ტკივილებს მიბარებული.... ჩემი ზღვისგან დარჩენილი გუბიდან პეშვით წყალი გადავისხი სიცხისგან დამწვარ სხეულზე და..... დაილოცოს ღმერთო შენი მადლი.. ჩემი ზღვის ნაგუბარის წყალი ცისარტყელად გადაიქცა და მას მე ჩემი შვილი დავარქვი... და მაშინ მივხვდი რომ ღირდა ჩემი ზღვა არსებობად....

Tags:

 
Interesting
positive votes: 1  |  negative votes: 0

Write comment:

 

User
online
online nat-k-nat (46)
საქართველო, საქართველო, თბილისი



Blogs: tags
© 2018 Face.ge - all rights reserved.